„ახალგაზრდა ადვოკატები“ „თეთრი ხალათის ნდობის“ საზოგადოებრივი კამპანიის ერთ–ერთი პარტნიორი იქნება

25 ივნისი, 2014

„ახალგაზრდა ადვოკატები“, 2014 წლის 26 ივნისს, მონაწილეობას მიიღებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან შემოთავაზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომლის მიზანია „თეთრი ხალათის“ საზოგადოებრივი ნდობა და პოპულარიზაცია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იქნება პარტნიორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებული ღონისძიების მიმართ, რომლის სახელწოდებაცაა „TEDDY BEAR HOSPITAL”. პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებში ექიმის, ზოგადად თეთრი ხალათის და წამლის მიმართ შიშის გაქრობას. ღონისძიებაში ჩაერთვებიან ბავშვები მიუსაფარ ბავშვთა სახლიდან. პროექტის განხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, გარდა სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებისა, გაიმართება უფასო სამედიცინო გამოკვლევები. გამოკვლევას ჩაატარებენ სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტები და პედიატრები. ღონისძიება ტარდება ყოველწლიურ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში და განხორციელებული აქტივობის შესახებ ეცნობება ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA) ცენტრალურ ფილიალს ბრიუსელში.

ღონისძიების ორგანიზატორთა შორისაა საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია (GPSA), ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია-თბილისი (EMSA -თბილისი) და ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილება მაღალი სამოქალაქო ინტერესიდან გამომდინარე მიიღეს, ვინაიდან ორგანიზაცია იკვლევს პაციენტის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაზღვევო სფეროს პრობლემატიკას, ჯანდაცვის საკითხებს და მიგვაჩნია, რომ სამედიცინო საზოგადოებაში სამედიცინო სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენელთა პასუხისმგებლობისა და როლის გაზრდას განსაკუთრებული მხარდაჭერას სჭირდება. 



კომენტარები