თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის მუნიციპალური დრამატული თეატრის მიმართ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელს განიხილავს. ორგანიზაცია სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრიდან პოლიტიკური ნიშნით, პიროვნული შეუთავსებლობის მოტივით, სამსახურიდან თამარ მედოევის გათავისუფლებაზე მიუთითებს. თეატრის ადმინისტრაციამ თამარ მედოევი 2014 წლის 10 აპრილს გაათავისუფლა. თეატრის ახალი ხელმძღვანელის, ირაკლი გოგიას მიერ გათავისუფლების ბრძანება, ოფიციალურად, ჩატარებული რეორგანიზაცია გახდა. თამარ მედოევის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია, რომ ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგიამ დაამტკიცა ახალი საშტატო განრიგი, რომლის შესახებაც, სამხატვრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თეატრს ჩატარებოდა სტრუქტურული ოპტიმიზაცია, სწორედ ეს ოპტიმიზაცია გახდა თამარ მედოევის გათავისუფლების მიზეზი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია ორგანიზაციულ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელს გახდიდა სამუშაო ძალის შემცირებას. თეატრის ახალ ხელმძღვანელს, სინამდვილეში, კადრების ოდენობა არ შეუმცირებია. მოხდა ისე, რომ „არასასურველი" თანამშრომლები „სასურველი" თანამშრომლებით შეცვალეს. მეტიც, გაიზარდა კადრების რაოდენობაც. შესაბამისად, „ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, მოსარჩელის გათავისუფლება ოპტიმიზაციის საფუძვლით, თავიდანვე დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის შესაბამის მოთხოვნებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავს. თამარ მედოევის ინტერესებს ორგანიზაციის სახელით ანა კიკნაძე დაიცავს.