პროექტმა: „ერთად ევროპული არჩევანი“ სტარტი ახალციხიდან აიღო

1 ივლისი, 2014

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, პროექტ „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ პრეზენტაცია სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ახალციხის მუნიციპალიტეტში გამართა. ორგანიზაციამ გამართა საჯარო ლექცია საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ და რეგიონის სამოქალაქო ჯგუფებთან ფართო დიალოგის ფონზე, საზოგადოებას შესთავაზა საქართველოს ევროპული არჩევანის მდგრადობა და უპირატესობა

„ახალგაზრდა ადვოკატები“, პროექტის განხორციელების პროცესში, უზრუნველყო აქტიური კომუნიკაცია არაქართულენოვანი რეგიონის საგანამნათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. თემაზე გაიმართება საჯარო ლექცია, გამოსცა საინფორმაციო გაზეთი საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ და აღნიშნული გაზეთის გავრცელება, ადგილობრივ მოსახლეობაში, თავად შეხვედრის მონაწილეებმა უზრუნველყვეს. ამასთან, ორგანიზაციამ თემაზე: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“, გამოაცხადა ანალიტიკური სტატიების კონკური, რომელიც სექტემბერში დასრულდება. ორგანიზაცია მოამზადებს დასკვნით კონფერენციას შერჩეულ რეგიონებში. ორგანიზაცია, კონკურსის შედეგად გამოსცემს გამარჯვებული ნაშრომების კრებულს და დააჯილდოვებს წარმატებული თემის ავტორებს.

პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, ადგილობრივმა საგანმანათლებლო რესურსენტრებმა.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ევროპული არჩევანი საპასუხისმგებლო, ისტორიული მომენტია, ამ პროცესში კი ახალგაზრდების ჩართულობა ახალი საზოგადოებრივი თვითშეგნების, მართლწესრიგისა და სოციალური გარემოს შექმნისთვის ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. პროექტის მომზადება სწორედ ამ მიზნებით გახდა აუცილებელი, რადგანაც ჯერ კიდევ სათანადოდ არ ხდება, მათ შორის ეთნიკურად უმიცრესობაში მყოფი ახალგაზრდების ინფორმირება, თუ რა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პრობლემის დაძლევისთვის საჭიროა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ევროპული არჩევანის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ.

ორგანიზაცია პროექტს „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ 05/05/2014 – 05/09.2014 შუალედში განახორციელებს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ შემდეგ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტში, 3 ივლისს გამართავს. პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში  მიმდინარეობს. 



კომენტარები