„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ რიჩარდ ნორლანდს მიმართეს

4 ივლისი, 2014

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს წერილით მიმართავს და დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერიდან 238–ე წლისთავს ულოცავს.

„გვაქვს პატივი გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერიდან 238–ე წლისთავი. სამაგალითოა ის ერთგულება, რომელიც ამერიკელმა ხალხმა დამოუკიდებლობის დეკლარაციით აღიარებული ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ გამოხატა.

თანამედროვე ცხოვრებაში, ადამიანი, თავისუფლება და თანასწორობა ყველაზე მაღალი სიკეთე და გამოხატულებაა. ამიტომაც, თანამედროვე ამერიკა მაგალითია ყველა იმ ახალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძვლად აქციოს.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამერიკა–საქართველოს თანამშრომლობა დემოკრტაიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, ქვეყანაში განამტკიცებს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებების დაცვის ხარისხს. ვაფასებთ თქვენი ქვეყნის წვლილს საქართველოს მხარდაჭერაში, რომელიც თანამედროვე გამოწვევების წინაშე, კიდევ უფრო მეტად ღირებულია“. – ნათქვამია მილოცვის წერილში, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ გაგზავნა. 



კომენტარები