ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორების გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თბილისის მერობოს კანდიდატებს შორის, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, დავით ნარამანია ლიდერობს.
დედაქალაქის 10 ოლქის 50 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა შერჩევითი პრინიციპის გამოკითხვის შედეგად, მოქალაქეთა 52.6% გამოკითვხის დროს მიუთითეს, რომ ხმა მისცა დავით ნარმანიას კანდიდატირას, ხოლო 29.7% მიუთითა, რომ მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მიმართ გამოთქვა. ორგანიზაციამ, მთლიანობაში, 1000 ამომრჩეველი გამოკითხა. მათ შორის, დასმულ კითხვაზე: „თბილისის მერობის რომელი კანდიდატის მიმართ გამოხატეთ მხარდაჭრა?“, თავი შეიკავა 17.7%–მა.
ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ 200 საარჩევნო უბანზე განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, თბილისში, 19:00 საათის მონაცემით, არჩევნებზე აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველთა 34.7% გამოცხადდა.
ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების მეორე ტური, თბილისში არსებითი კანონდარღვევის გარეშე ჩატარდა. სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროცედურული ხასიათის დარღვევებს, გავლენა არ მოუხდენია ამომრჩევლის ნების გამოვლენასთან.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურთან მიმართებით, 11 ივლისს, დედაქალაქის სამ ხალმხრავალ ადგილას, სამოქალაქო კამპანია ჩაატარეს. მოსახლეობას მიეწოდა არჩევნების თემატიკაზე შექმნილი სპეციალური გაზეთი – „თვითმმართველობა – გამოიყენე შენი უფლება“. კამპანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირების გაზრდას და არჩევნებში მათი მონაწილეობის სამოქალაქო პოზიციის მნიშვნელობას ეხებოდა.