რიჩარდ ნორლანდმა „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

18 ივლისი, 2014

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის წერილი მიიღეს. აშშ საელჩო საქართველოში, ორგანიზაციას მადლობას უხდის მილოცვისთვის, რომელიც ორგანიზაციამ აშშ–ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერიდან 238–ე წლისთავთან დაკავშირებით მომზადდა. ელჩის მიერ „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის სახელზე გამოგზავნილ წერილში ნათქვამია:ძვირფასო არჩილ, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, რომელიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოხატეთ 4 ივლისს. მე ვაფასებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების მიერ მეგობრობასა და კეთილ ნების გამოხატვას. თბილი სურვილებით: რიჩარდ ნორლანდი“. (სტილი დაცულია)

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აშშ–ის საელჩოსადმი 2014 წლის 4 ივლისს გაგზავნილ წერილში აღნიშნეს, რომ სამაგალითოა ის ერთგულება, რომელიც ამერიკელმა ხალხმა დამოუკიდებლობის დეკლარაციით აღიარებული ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ გამოხატა.

„თანამედროვე ცხოვრებაში, ადამიანი, თავისუფლება და თანასწორობა ყველაზე მაღალი სიკეთე და გამოხატულებაა. ამიტომაც, თანამედროვე ამერიკა მაგალითია ყველა იმ ახალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძვლად აქციოს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამერიკა–საქართველოს თანამშრომლობა დემოკრტაიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, ქვეყანაში განამტკიცებს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებების დაცვის ხარისხს. ვაფასებთ თქვენი ქვეყნის წვლილს საქართველოს მხარდაჭერაში, რომელიც თანამედროვე გამოწვევების წინაშე, კიდევ უფრო მეტად ღირებულია“. – აღინიშნა წერილში, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ გაგზავნა. 



კომენტარები