ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში, რომელის დაწყებასაც ხელისუფლება 2014 წლის 1 სექტემბრიდან გეგმავს, შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით, დაჩქარდეს საზედამხედველო ორგანოს - შრომის ინსპექციის ან მასთან გათანაბრებული ახალი სამსახურის შექმნა, რომელსაც ექნება მონიტორინგის, დაცვისა და სანქცირების რეალური უფლებამოსილება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა კიკნაძის განცხადებით, დღეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვს უსაფრთხო გარემოს შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსით დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, არასათანადო სამუშაოს პირობების შექმნასა და უსაფრთხოებაზე, კონტროლი არ ხორციელდება. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც გამოავლენდა, თუ რამდენად ასრულებენ დამსაქმებლები უსაფრთხო შრომითი პირობების შექმნისთვის, კანონის მოთხოვნებს. ხშირ შემთხვევაში, დამსაქმებლები არ ითვალისწინებენ გარემო პირობებს, საველე პირობებში მუშაობის სირთულეს და ა.შ. შესაბამისად, იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საწარმო შემთხვევები და ამ შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი, საჭიროა შექმნას ორგანო, რომელიც იქნება პასუხისმგებელი შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე და შეამოწმებს კონკრეტულ საწარმოში არსებულ შრომით პირობებს.
ორგანიზაციის შეფასებით, დამსაქმებლების მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევას აქვს ადგილი, როდესაც დასაქმებული იძულებულია დაემორჩილოს მოთხოვნას და იმუშაონ ზეგანაკვეთურად ანაზღუარების გარეშე. ასეთ პირობებში, დასაქმებულებს არ ეძლევათ შვებულება. სამუშაოს ხანგძლივობა აღემატება შრომის კოდექსით განსაზღვრულ მაქსიმალურ საათს. დაკლებულია შრომის ანაზღურება და სხვა. არსებობს ფაქტები, როდესაც დამსაქმებელი ცდილობს დაიცვას საკუთარი უფლებები და გამოთქვამს პრეტენზიას, თუმცა დამსაქმებლისგან ისმენს პოზიციას, რომ მას შეუძლია დაწეროს განცხადება და წავიდეს სამსახურიდან, რაც ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, შრომით ურთიერთობებში გამოხატული დისკრიმინაციაა.
ორგანიზაციის შეფასებით, როდესაც ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი ძალიან დიდია, ხოლო სამუშაო ადგილები მცირე, დასაქმებულთა უმრავლეოსობას, სამსახურის შენარჩუნება, შრომითი უფლებების დარღვევის ხარჯზე, გამართლებულად მიაჩნია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია არსებობდეს სპეციალური ორგანო, რომელიც შეამოწმებს დამსაქმებელთა მხრიდან შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მოისმენს მხარეთა პრეტენზიებს და მიიღებს შესაბამის ზომებს გამოვლენილი პრობლემების/დარღვევების აღმოსაფხვრელად.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, შრომითი უფლებების ზედამხდველ ორგანოს, გარდა მოტინორინგისა და დარღვევების გამოვლენის უფლებამოსილებისა, უნდა ჰქონდეს სანქცირების დაკისრების უფლებამოსილებაც. იმ შემთხვევაში, თუ კი დადასტურდება, რომ დამსაქმებელი, რომელიმე კომპანია/საწარმო არღევვს შრომის კანონმდებლოთ განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ მიმართ უნდა მოხდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება. ორგანიზაციას, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვნად მიაჩნია, მთავრობამ გაიზიაროს უცხო ქვეყნის გამოცდილება და რომელიმე მოდელის იმპლემენტაციით, ეფექტური გახადოს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვა.