ს.ს. „ლიბერთი ბანკმა“ მომხმარებლის პეროსანლური ინფორმაციის კლიენტის თანხმობის გარეშე გამოყენების ფაქტი აღიარა და განმარტა, რომ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაზე უარს იტყოდა. საქმე ეხება „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიერ ბანკის გენერალურ დირექტორ გიორგი არველაძის მიმართ გაგზავნილ წერილს, სადაც მოთხოვნილ იყო ბანკს აღარ ესარგებლა ყოფილი მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტელეფონის ნომრით, რომელზედაც სისტემატურად იგზვანებოდა სხვადასხვა საბანკო აქციებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია.
არჩილ კაიკაციშვილმა ს.ს. „ლიბერთი ბანკთან“ სამართლებრივი დავის ფარგლებში, მომხმარებლის სტატუსით ურთიერთობა 2014 წლის ივნისში გაწყვიტა, თუმცა ბანკი მომხმარებლის ოფიციალური წერილის გაცნობის შემდეგაც მიმართავდა პეროსანლური ინფორმაციის გამოყენებას. არჩილ კაიკაციშვილმა ბანკს 2014 წლის 9 ივლისს მიმართა და ბანკს თვითნებობის, უკანონო მოქმედებების გამოყენებისგან თავშეკავება მოსთხოვა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, „ლიბერთი ბანკი“ პეროსანლური ინფორმაციის გამოყენებას, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მიმართავდა, რითაც მიზანმიმართულად არღვევდა „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
ს.ს. „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია არსენიშვილმა, არჩილ კაიკაციშვილის მიმართ 2014 წლის 31 ივლისს გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბანკის მხრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები, აღარ იქნება გაგზავნილი.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოქალაქეებს უკვე მიმართეს, რათა მსგავსი სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინებების შემთხვევაში, შემოთავაზებული საკრედიტო აქციის მიმართ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, ვინაიდან ბანკების მხრიდან ერთჯერადი აქციის მიღმა, შესაძლებელია თავი იჩინოს იმ პრობლემებმა, რომელიც დაკავშირებულია თანხის დაბრუნების გაორმაგებულ ოდენობასთან, მაღალ პროცენტთან და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამის პირგასამტეხლოსთან, ვინაიდან ბანკის მხრიდან მომხმარებლისთვის მკაფიოდ არ არის განსაზღრული ე.წ. „,მომენტალური სესხის“ დაბრუნების პირობები, ვალდებულებები და შესაძლო, მოსალოდნელი სირთულეები, რომლის ცოდნის გარეშეც, შესაძლებელია, მომხმარებელი, „კრედიტ ინფო საქართველოს“ ან რომელიმე სხვა მსგავსი ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში აღმოჩნდეს.
.