„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დავების განხილვის საბჭოს წევრი აირჩია

2 სექტემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2014 წლის 2 სექტემბერს, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსში. ორგანიზაციამ მხარდაჭრა გამოუცხადა ა/ო „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილ წევრს, გოგა ჩიფჩიურს. შესარჩევ კონკურსში, ორგანიზაციის პოზიცია ლევან ბერაძემ წარმოადგინა.

ცნობისთვის: სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო პარიტეტულ პრინციპებზეა დაკომპლექტებული სამოქალაქო/არასამთავრობო სექტორის სამი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამი წარმომადგენლისგან. საბჭოს წევრი აირჩევა 1 წლის ვადით. კანდიდატურა ცხრა ორგანიზაციამ წარმოადგინა. ესენია: „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო,“ „გადასახადის გადამხდელთა კავშირი,“ „გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,“ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია,“ „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია,“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსი,“ სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი,“ „ა(ა)იპ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისა და კვლევის ცენტრი“.



კომენტარები