„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა

8 სექტემბერი, 2014

2014 წლის 8 სექტემბერს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და „ახალმა უმაღლესმა სასწავლებელმა“, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ პარტნიორულ ურთიერთობებს, ისარგებლებენ ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპით და აქტიურად ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო და იურიდიული სფეროს მიმართულებით. ამასთან, მემორანდუმის მიხედვით, მოხდება სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული კონფერენციების ერთობლივი მომზადება, ორგანიზაციის სამეცნიერო კონფერენციებზე სასწავლებლის სტუდენტების თავისუფალი დასწრება, ორგანიზაციის სამეცნიერო ჟურნალში სასწავლებლის სტუდენტთა მიერ  ნაშრომების გამოქვეყნება, ერთობლივი იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზება, ორგანიზაციის იურისტების მიერ სასწავლებელში საჯარო ლექციების ჩატარება, ორგანიზაციის ხელშეწყობით, პრეცედენტულ სასამართლო საქმეებზე სასწავლებლის სტუდენტების დასწრების ორგანიზება და სხვა.

მემორანდუმს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, ხელი ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, ხოლო სასწავლებლის მხრიდან, რექტორმა, თამარ გარდაფხაძემ მოაწერეს.



კომენტარები