„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაასრულა კონკურსი კომუნიკაციის მენეჯერის, პროექტების მენეჯერისა და იურისტის თანაშემწის პოზიციაზე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 19 სექტემბრამდე გახანგრძლივდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯრის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ვადა. კომისიის გადაწყვეტილებითვე, კანდიდატებმა, რომლებმაც აღნიშნულ პოზიციაზე 2014 წლის 15 აგვისტო-7 სექტემბრის მდგომარეობით, რეზიუმე უკვე გადმოგზვანეს ან/და მათთან უკვე მოხდა კომისიის გასაუბრება, ითვლებიან კონკურსში მონაწილეებად. რაც შეეხება ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე განაცხადების მიღებას, განაცხადების მიღების ვადა 15 სექტემბერს დასრულდება, ხოლო ორგანიზაცია დაუკავშირდება მისაღები რეზიუმეს მქონე ავტორს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კონკურსში წარმატებულ კანდიდატებს დაუკავშირდება. 2014 წლის 10 სექტემბრის მონაცემებით, ვაკანტურ პოზიციებზე, სულ 337 რეზიუმე დარეგისტრირდა. მიღებული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - 44
კომუნიკაციების მენეჯერი - 14
პროექტების მენეჯერი - 62
იურისტის თანაშემწე - 86
ფინანსური მენეჯერი - 131
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
გამოქვეყნება: 10 სექტემბერი/ბოლო ვადა 19 სექტემბერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენჯერის პოზიციაზე აგრძელებს კონკურსს. ორგანიზაცია მოითხოვს, კონკურსში მონაწილეებმა საფუძვლიანად გაეცნონ ვაკანსიის მოთხოვნებს . რეზიუმე, რომელსაც პიარ-სტრატეგია ცალკე დოკუმენტის სახით არ გააჩნია, განუხილვლელი დარჩება. კანდიდატებმა, რომლებმაც აღნიშნულ პოზიციაზე 2014 წლის 15 აგვისტო-7 სექტემბრის მდგომარეობით, რეზიუმე უკვე გადმოგზვანეს ან/და მათთან უკვე მოხდა კომისიის გასაუბრება, ითვლებიან კონკურსში მონაწილეებად.
ძირითადი ვალდებულებები:
- ორგანიზაციის პიარ-სტრატეგიის განსაზღვრა-წარმართვა;
- შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, სხვადასხვა კომუნიკაციური აქტივობების (პრესკონფერენციები, კონფერენციები, აქციები, ფორუმები, მრგვალი მაგიდები) დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
- მედია-რელიზების, ანონსების, განცხადებების, ოფიციალური მიმართვების მომზადება ორგანიზაციაში არსებული სტანდარტის მიხედვით;
- ორგანიზაციის საქმიანობის გაშუქება და მონიტორინგი მედიაში;
- მედია საშუალებებთან, ორგანიზაციებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან ურთიერთობა;
- ორგანიზაციის საქმიანობისა და სერვისების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების მუდმივი ინფორმირება;
- მედია დაფარულობაზე უზრუნველყოფის მენეჯმენტი;
- ყოველდღიური პრესის მიმოხილვის მომზადება;
- პროექტების თემატიკის გარშემო პუბლიკაციების, გადაცემებისა და ელექტრონული მასალების შეგროვება და ელ-კრებულში განთავსება;
- ვებ-გვერდის მუდმივი განახლება და ინტერნეტ რესურსების (facebook) მაქსიმალური გამოყენება პროექტის პრომოციის მიზნით;
- ვიდეო-ფაილებთან მუშაობა;
- ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია უშუალო ხელმძღვანელთან;
- შიდაორგანიზაციულ ურთიერთობაზე ზრუნვა;
კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:
განათლება:
უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მომიჯნავე სფეროში. აპლიკაცია შეუძლით მოგვაწოდონ II, III, IV კურსის სტუდენტებმა.
პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:
- კრეატიული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; (არსებითი პირობა)
- პრესრელიზების, საინფორმაციო განაცხადების, კორპორატიული ბიულეტენების, წლიური ანგარიშების და სხვა ბეჭდური მასალის მომზადების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; (არსებითი პირობა)
- კომუნიკაბელობა, დამოუკიდებლად და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
- განსხვავებული აზრის პატივისცემის უნარი;
- შედეგზე ორიენტირება და ანალიზი. (არსებითი პირობა)
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- ავტობიოგრაფია - CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია-საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
- ორგანიზაციის PR სტრატეგიის მონახაზი (მაქსიმუმ 2 გვერდი)
შერჩევის პროცედურა: კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების წესით. არასრულად წარმოდგენილი განაცხადებები არ განიხილება.
განსაკუთრებული აღნიშვნვა
- გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულენოვანი Cv შემდეგ მისამართზე:
vakansia@barristers.ge
- სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი“.
- ორგანიზაცია გასაუბრებაზე დაუკავშირდება მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური Cv–ის ავტორს.
- კანდიდატებმა, რომლებმაც აღნიშნულ პოზიციაზე 2014 წლის 15 აგვისტო-7 სექტემბრის მდგომარეობით, რეზიუმე გადმოგზვანეს ან/და მათთან უკვე მოხდა კომისიის გასაუბრება, ითვლებიან კონკურსში მონაწილეებად.
- ორგანიზაცია არ დაუკავშირდება კანდიდატს, რომელიც წარსულში უკვე დარეგისტრირებული იყო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობასა თუ სტაჟირების პროგრამაზე.
- აგრეთვე, არ დაუკავშირდება კანდიდატს, რომელიც არ დაიცავს რეზიუმეს გადმოგზვანის დადგენილს წესს.