„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლებს, აჭარის რეგიონში ადვოკატის სახლის დაფუძნებას ულოცავს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა, ბათუმში, ადვოკატთა ასოციაციის რეგიონული ფილიალი გახსნილიყო. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის ოფისი, აჭარაში მოღვაწე 200-ზე მეტ ადვოკატს მოემსახურება. შეიქმნება ადვოკატის უფლებების დაცვის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, კომერციული სამართლის კომიტეტები და კომისიები. ოფისში ფუნქციონირებას დაიწყებს სასწავლო ცენტრიც, სადაც ადვოკატებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება ექნებათ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, პროფესიული საზოგადოებასთან ინსტიტუციურ დიალოგს დაიწყებს. ორგანიზაცია, 2014 წლიდან ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის სრულუფლებიან წევრსაც წარმოადგენს.
ორგანიზაცია ბათუმში გახსნილ წარმომადგენლობაში, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას და თანამშრომლობას გეგმავს.