ახალციხეში პროექტ: „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ მონაწილეები დააჯილდოვეს

25 სექტემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტ „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ რეგიონალური, დასკვნითი ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტში გამართეს, სადაც შეფასდა საჯარო სკოლებში, პროექტის მიმდინარეობის ოთხთვიანი პერიოდი და გამოვლინდნენ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ თემაზე: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროდან, ანალიტიკური ნაშრომები წარმოადგინა შვიდმა მოსწავლემ. ხოლო კონკურსში გამარჯვებული თემის ავტორები გახდნენ: ნანა აკოფიანი (ახალციხის #3 სომუხი სკოლა, მე-11 კლასი), მაკა მანველიშვილი (ვალეს #1 საჯარო სკოლა, მე12 კლასი), ანა მაისურაძე (ახალციხის სოფელ მუსხის საჯარო სკოლა, მე-10 კლასი) და ლაშა ნარიმანიშვილი (ახალციხის #1 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი). კონკურსმა გამოავლინა წარმატებული ნაშრომის შემდეგი ავტორებიც: ნათია კაკაჩიშვილი (ვალეს საჯარო სკოლა, მე-11 კლასი), მარიამ ხატიძე (ახალციხის #5 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი) და რებეკა თოროსიანი (ვალეს #3 საჯარო სკოლის მე-12 კლასი). ავტორებმა საჩუქრად დიპლომები, პლანშეტური კომპიუტერები და სამსახსოვრო წიგნები მიიღეს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ეთნიკურად არაქართულენოვანი რეგიონის ახალგაზრდებისთვის პროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ მაღალი სამოქალაქო ინფორმირებისა და ცართულობის აუცილებლობის გამო დაიწყეს. მისი განხორციელების პროცესში, მომზადდა აქტიური კომუნიკაცია არაქართულენოვანი რეგიონის საგანამნათლებლო დაწესებულებებთან. გაიმართა საჯარო ლექცია საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე, გამოიცა საინფორმაციო გაზეთი საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ და აღნიშნული გაზეთის გავრცელება, ადგილობრივ მოსახლეობაში, თავად შეხვედრის მონაწილეებმა უზრუნველყვეს. პროექტის დასკვნით ეტაპზე, გამოცხადდა კონკურსი და ორგანიზაციამ ყველა ანალიტიკური ნაშრომი, ერთ კრებულად გამოსცა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას, კიდევ ერთ სამიზნე ჯგუფთან - მარნეულის მუნიციპალიტეტში, 27 სექტემბერს გამართავს, რითაც პროექტი დასრულდება. ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ნაშრომებიც მიუთითებს, რომ საქართველოს არჩევანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, სწორი სახელმწიფოებრივი ნაბიჯია. ყველა საკონკურსო თემა, ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხის ფართო შეფასებას და გამოწვევების ობიექტურ შეფასებას ეყრდნობა. პროექტის მომზადებაც, სწორედ ამ მიზნებით გახდა აუცილებელი, რადგანაც ჯერ კიდევ სათანადოდ არ ხდება, მათ შორის ეთნიკურად უმიცრესობაში მყოფი ახალგაზრდების ინფორმირება, თუ რა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, აუცილებელია, ეთნიკურად არაქართულენოვან რეგიონებში, მსგავსი ინიციატივები მომავალშიც განხორციელდეს. პროექტს მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსენტრებმა. პროექტს ასევე, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.

ორგანიზაცია პროექტის მეორე რეგიონულ, დასკვნით ღონისძიებას მერნეულის მუნიციპალიტეტში, 27 სექტემბერს გამართავს, რითაც პროექტი დასრულდება. პროექტი 5 მაისს დაიწყო, ხოლო  პირველი შეხვედრა, 1 ივლისს, ახალციხეში მომზადდა, 3 ივლისს კი – მარნეულის მუნიციპალიტეტში. პროექტის დირექტორი გახლდათ ნინო ისაკაძე. ინიციატივა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში  განხორციელდა.   



კომენტარები