„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტ: „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ მონაწილეები დააჯილდოვეს

27 სექტემბერი, 2014

,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“, პროექტი: ,,ერთად ევროპული არჩევანისთვის“, მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგიონალური, დასკვნითი ღონისძიებით დაასრულეს. ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის მიმდინარეობის ოთხთვიანი პერიოდი და დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც  პროექტის ფარგლებში გამართულ ანალიტიკური სტატიების კონკურსში, თემაზე: ,,საქართველო ევროკავშირის გზაზე“, მონაწილეობა მიიღეს.

პროექტში მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროდან ანალიტიკური ნაშრომები წარმოადგინა 12 მოსწავლემ. კონკურსში გამარჯვებული თემის ავტორები გახდნენ: აიშა ბადალოვა (მარნეულის #5 საჯარო სკოლის მე-12 კლასი), დიანა ბოლქვაძე, (მარნეულის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის მე-11 კლასი), გენადი ბოჭოიძე, (მარნეულის სოფელ ორჯონიკიძის საჯარო სკოლის მე-11 კლასი), მარიამ ხარაიძე, (მარნეულის #6 საჯარო სკოლის მე-11 კლასი), სალომე ზურაბიანი (მარნეულის #5 საჯარო სკოლის მე-12 კლასი), თეონა ჩაჩანიძე, (მარნეულის #5 საჯარო სკოლის მე-11 კლასი), ვლადიმერ ჩხიტუნიძე, (მარნეულის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის მე-11 კლასი). აგრეთვე, დასკვნით შეხვედრაზე, გამოვლინდნენ წარმატებული ნაშრომის ავტორებიც: გვანცა ტალახაძე (მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის მე-12 კლასი), ქეთევან გურგენიშვილი (მარნეულის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის მე-11 კლასი), მარიამ შაორშაძე (მარნეულის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის მე-11 კლასი), ირაკლი დევაძე (მარნეულის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის მე-12 კლასი) და დეა ნავერიანი (მარნეულის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის მე-12 კლასი).

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც გამართა, სადაც საკონკურსო თემაზე გამარჯვებული და წარმატებული თემის ავტორები გამოვლინდნენ. ანალიტიკური ნაშრომები წარმოადგინა შვიდმა მოსწავლემ. ხოლო კონკურსში გამარჯვებული თემის ავტორები გახდნენ: ნანა აკოფიანი (ახალციხის #3 სომუხი სკოლა, მე-11 კლასი), მაკა მანველიშვილი (ვალეს #1 საჯარო სკოლა, მე12 კლასი), ანა მაისურაძე (ახალციხის სოფელ მუსხის საჯარო სკოლა, მე-10 კლასი) და ლაშა ნარიმანიშვილი (ახალციხის #1 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი). კონკურსმა გამოავლინა წარმატებული ნაშრომის შემდეგი ავტორებიც: ნათია კაკაჩიშვილი (ვალეს საჯარო სკოლა, მე-11 კლასი), მარიამ ხატიძე (ახალციხის #5 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი) და რებეკა თოროსიანი (ვალეს #3 საჯარო სკოლის მე-12 კლასი). ავტორებმა საჩუქრად დიპლომები, პლანშეტური კომპიუტერები და სამსახსოვრო წიგნები მიიღეს.

პროექტში: „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ მონაწილეობა, სამიზნე ჯგუფის რეგიონებიდან, სულ 19 მოსწავლემ მიიღო. პროექტში მონაწილე მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ დიპლომები, პლანშეტური კომპიუტერები და სამახსოვრო წიგნები, ხოლო ორგანიზაციამ ყველა ნაშრომი გამოსცა სპეციალური ბროშურის სახით. პროექტის ფარგლებში მოხდა აქტიური კომუნიკაცია არაქართულენოვანი რეგიონის საგანამნათლებლო დაწესებულებებთან, გაიმართა საჯარო ლექცია საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე, გამოიცა საინფორმაციო გაზეთი საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ, რომელიც გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაში თავად პროექტის მონაწილეების მიერ. პროექტის საბოლოო ეტაპი კი იყო კონკურსი, რომლის მონაწილე ყველა ნაშრომი ერთ კრებულად გამოიცა.

,,ახლგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით მსგავსი პროექტების განხორციელება არაქართულენოვან რეგიონებში აუცილებელია მომავალშიც გაგრძელდეს, რადგან მოსახლეობამ უკეთ გაიაზროს ის პასუხისმგებლობა და მნიშვნელობა, რაც   დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ არჩევანთან.

პროექტს მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსენტრებმა. პროექტს ასევე, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.

პროექტი 5 მაისს დაიწყო, ხოლო  პირველი შეხვედრა, 1 ივლისს, ახალციხეში მომზადდა, 3 ივლისს კი – მარნეულის მუნიციპალიტეტში. პროექტის დირექტორი გახლდათ ნინო ისაკაძე. ინიციატივა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში  განხორციელდა.



კომენტარები