,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სამართლებრივ საკითხებზე კვლევას წარმოადგენს

7 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კვლევას მოამზადებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ნინო ისაკაძის განცხადებით, საზოგადოებაში კვლავ გრძელდება საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, თუმცა საკითხი სამართლებრივი კუთხით უნდა შეფასდეს. აუცილებელია, საზოგადოებამ ფართოდ გაეცნოს საკითხის სამართლებრივ მხარეს და დადგინდეს, რამდენად საფუძვლიანია ძეგლის შესაძლო დაზიანებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, ყურადღებას დაუთმობს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლთან მიმართებით შემეგი სამართლებრივი საკითხების ანალიზსს: როგორ ხდება კულტურული, არქეოლოგიური ძეგლის სტატუსის მინიჭება, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით, რა კრიტერიუმები და სტანდარტებია საჭირო, რომ ძეგლმა ასეთი სტატუსი მიიღოს, რა ისტორია და სამართლებრივი მოქმედებები არსებობს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლთან დაკავშირებით, საბჭოთა პერიოდსა და დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომ პერიოდში, საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხთან დაკავშირებით, როგორია სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების ანალიზი, საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხთან დაკავშირებით, რას გულისხმობს სახელმწიფოს როლი და საინვესტიციო გარემო.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სამართლებრივი საკითხების კვლევის შედეგებს ნოემბრის თვეში  გამოაქვეყნებენ.



კომენტარები