ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, დიალოგი შეეხო სახელმწიფოს სტრატეგიას დისპორებთან ურთიერთობის მიმართულებით და ყურადღება დაეთმო საკითხებს, რომლებიც დიასპორებთან ურთიერთობის დროს, განსაკუთრებული ინტერესით გამორჩევა. საუბარი შეეხო მინისტრის შეხვედრებს თურქეთის რესპუბლიკაში და თურქეთში ქართული დიასპორის მდგომარეობას. პრობლემებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს ქართულ დიასპორებში. თანამემამულეთა გლობალური ქსელისა და ონალინ სკოლების შექმნის შესაძლებლობებს. ამასთან, შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული ქართველების შესაძლებლობების გამოყენების საკითხი, თანამამამულეების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ ინტერესი და საქმიანი კონტაქტების შექმნის სტრატეგია. მინისტრთან შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო დიასპორის გაძლიერების მიმართულებით, შესაძლო საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების საკითხსაც. „მიგრაციის კოდექსზე“ მუშაობის ეტაპებსა და სამინისტროს მკლევადიან გეგმებს.
დიაპსორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის განცხადებით, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიასპორების გაძლიერების საკითხს და მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი, მყარი საკომუნიკაციო ქსელის შესაქმნელად. მინისტრმა, ამ მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა დაფინანსების საკითხზე და დიასპორის საკითხებზე სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობა, კავკასიის რეგიონში, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ დიასპორის გაძლიერებისთვის გამოყოფილი თანხები მიუთითა. მინისტის განცხადებითვე, ყველაზე მთავარი, რაც დიასპორაში მყოფ ქართველებს აკლდათ, სახელმწიფოსთან დიალოგია, სამინისტრო კი, მოცემულ ეტაპზე, ძალისხმევას არ იშურებს, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებთან არსებობდეს მჭიდრო და საჭირო კონტაქტები. მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი უმასპინძლებს კვირეულს: „დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“, რომელიც იქნება პირველი შესაძლებლობა, შეფასდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკურლების ხელმოწერის შემდგომი ვალდებულებები და გამოწვევები. გაზიარებულ იქნეს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, უახლოეს მომამავლში, ხელს მოაწრს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ძალითაც, ორგანიზაცია უზრუნველყოფს ქართული დიასპორების წინაშე არსებული სამართლებრივი საკითხების ადვოკატირებას. ორგანიზაცია წარდაგენს საპროექტო წინადადებებსაც და დაეხმარება სამინისტროს, უცხოეთში მყოფი ქართველების სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის მიმართულებით.
ცნობისთვის: პროექტის ფარგლებში, ეს ორგანიზაციის მიერ გამართული მეექვსე შეხვედრა გახლდათ. პროექტი 2013 წლის აგვისტოდან დაიწყო და მის მიზანს წარმოადგენს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ინსტიტუციების, ასევე ადგილობრივი მმართველობის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღალება, საჯარო უწყებების გამჭვირვალობა და ურთიერთობის უწყვეტობა საზოგადოებასთან. ამასთან, ახალგაზრდების თანამონაწილეობა საჯარო მმართველობის პროცესში და ინსტიტუციური დიალოგის, როგორც კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში.