"ახალგაზრდა ადვოკატების" აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლთან

16 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან, სახელწოდებით: „დამიბრუნე ჩემი ქონება“, აქცია გაიმართეს. აქციას როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრები და მხარდაჭერები დაესწრო. დღესვე, ორგანიზაციამ ქონებაჩამორთმეულის საქმეზე მომზადებული კვლევა აჭარაში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო და კვლევა, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სამოქალაქო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობაში, უფასოდ გაავრცელა.

ორგანიზაცია მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. საქმე ეხება შემთხვევას, რომლის ისტორიაც, ფართო საზოგადოების წინაშე, პირველად გახდა ცნობილი. კერძოდ, განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს. ისტორიას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ის ფაქტი, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, 2007 წელს დაუთმო, რომელიც დღემდე, ოჯახთან ერთად, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს. შესაბამისად, კვლევა სრულად გადმოსცემს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ მხარეს, რომელიც საქართველოში, 2003-2012 წლებში, ქონებაჩამორთმეულთა საქმეების თვალსაჩინო გაგრძელებას წარმოადგენს, ხოლო მაშინდელი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და ადმინისტრაციული ორგანოები, შეთანხმებულნი აღმოჩდნენ, ემოქმედათ შერჩევითი სამართლის გამოყენებით, რათა თვალსაჩინო გამხდარიყო აჭარაში საჯარო მოხელეების გასამართლებისა და სამართლებრივი დევნის საკითხი.

ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სარეკომენდაციო წინადადებებით, უკვე მიმართა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია უკვე გადაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს. 



კომენტარები