,,სილქნეტის საქმეზე“, პასუხისმგებლობა ყველა დაკავშირებულმა პირმა უნდა აგოს

29 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავების საქმეზე, „გრიფით საიდუმლოს“ მოხსნას მოითხოვს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ე.წ ,,სილქნეტის საქმსთან“ დაკავშირებით, ყველა ფაქტობრივი გარემოება უნდა დადგინდეს, ვინაიდან დანაშაული კორუფციულ ნიშნებსაც ატარებს. უნდა დაიწყოს სახელმწიფო ტენდერების განხორციელების კონტროლი, რათა შესყიდვები პროცესის მიმართ არსებული კითხვები კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს.

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალდება აჩენს კითხვებს სამინისტროს არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით და საჭიროებს, მინისტრის მხრიდან პასუხი გაეცეს უწყებაში შესაძლო კრიმინალის ფაქტს. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, ადგილი ჰქონდა თუ არა სისტემურ კორუპციულ მოქმედებებს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ყველა საჯარო მოხელის, რომელიც საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება, დაკავშირებულ პირად გამოკვეთს და დაასაბუთებს.

ორგანიზაცია 2013 წლიდან სწავლობს თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს და საჯაროდ მიუთითებდა, რომ საჯარო უწყებაში სახელმწიფო ტენდერების განხორციელების პროცესი საჭიროებდა შესაბამისი უწყებების მონიტორინგს. ამასთან, ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გააკეთა კომპანია ,,სილქნეტის“ კეთილსინდისიერების საკითხთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავების საქმეში, გამოძიება დაინტერესდეს, რა ურთიერთსასარგებლო გარიგება არსებობდა დაკავებულებსა და კომპანიას შორის სახელმწიფო ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით დაცული უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმცია, თუმცა დანაშაულის სიმძიმე და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ გამორიცხავს თავდაცვის სამინისტროს პირველი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, პოლიტიკური ცვლილებების  შემდგომ, ორგანიზაციის აზრით, აღნიშნული დაკავება  რეზონანსულია და სამთავრობო პოლიტიკას გამოწვევის წინაშე აყენებს.

 



კომენტარები