,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტ: ,,მწვანე ვაშლის“ ფარგლებში, თემაზე : ,,სახელმწიფო და ახალგაზრდობა“, სადისკუსიო შეხვედრას დაესწრო.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრიორიტეტული უნდა იყოს. საჭიროა, სახელმწიფოს გააჩნდეს სწორი ხედვა ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით. ამაღლებას მოითხოვს ახალგაზრდების სამოქალაქო უფლებების გამოყენებისა და საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის საკითხიც. გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის საჭიროებასთან ერთად, აუცლებელია ახალგაზრდების ჩართულობა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო ღონისძიებებში. მნიშვნელოვანია, დაფინანსდეს და განხორციელდეს ერთობლივი, ქართული და უცხოური საგანმანათლებლო პროექტები. ქვეყანაში გაიზარდოს განათლების ხარისხი და რეალურად დაუახლოვდეს ევროპულ მოთხოვნილებებს. შესაბამისად, ორგანიზაცია მიესალმება მსგავსი პროექტების არსებობას და ყოველთვის მზადაა, ჩაერთოს დისკუსიებში, რომელიც რომელიმე პოზიციის ფორმირებას შეუწყობს ხელს.
არჩილ კაიკაციშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც საქართველოში, ახალგაზრდული რადიოს საერთო მაუწყებლის შექმნას ეხება. ამასთან, მანვე დააყენა საკითხი, ახალგაზრდული როლის უკეთ წარმოჩენისთვის, ორგანიზაციამ გასწიოს საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება.
ცნობისთვის: პროექტი „მწვანე ვაშლი“ სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ინიციატივით ხორციელდება, რომლის მიზანია შეიქმნას ახალგაზრდული პლატფორმა, ახალგაზრდული სადისკურსიო სივრცე და, ამავდროულად, ავტორიტეტული, ობიექტური იმიჯის მქონე ბრენდი - ,,მწვანე ვაშლი'', რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების, დამატებითი ინფორმაციის მიღების, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ადამიანების გამოცდილების გაზიარების საშუალებას. პროექტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან, მათ შორის იქნებიან პოლიტიკოსები, სპორტსმენები, კულტურისა და განათლების, ეკონომიკის, სოციალური თუ სხვა სფეროსა და მიმართულებების წარმომადგენლები.