,,ახალგაზრდა ადვოკატები“ ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ მიღებას დაესწრო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრს პროფესიული დღესასწაულს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ადვოკატის პროფესია განსაკუთრებილი როლის წინაშე ამყოფებს ქართველ ადვოკატებს. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ, შევქმნათ, დავამკვიდროთ, მივცეთ საზოგადოებას, სახელმწიფოს, სამართალს სწორი განვითარების საშუალება. ჩვენი პროფესია ჩვენი რწმენაა, ჩვენი საქმიანობა კი მაგალითი უნდა გახდეს, როგორც უკანდაუხევი და პრინციპული ადამიანების შემართება.
საქართველოს ადვოკატთა კორპუსს პროფესიული დღესასწაული მიულოცა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა. სწორედ ზაზა ხატიაშვილის დამსახურებითა და ინიციატივით, 2011 წელს, 8 ნოემბერი საქართველოში ადვოკატის პროფესიულ დღედ გამოცხადდა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილება ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი პატივისცემის ნიშნად დაადგინა. ილია ჭავჭავაძე პროფესიით იურისტი, ადვოკატი იყო. საქართველოში ადვოკატთა პროფესიული დღესასწაული, უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2012 წელს სწორედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა წევრებმა დააფუძნეს. ორგანიზაცია დღემდე ერთ-ერთი აქტიურია, რომლის საქმიანობაც, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება. ორგანიზაციაში წარმატებით ფუნქციუნირებს უფასო იურიდიული მომსაუხრების ცენტრიც. 2014 წლის 1 ნოემბრის სტატისტიკური მონაცემით, ორგანიზაციის იურისტებმა მოამზადეს 114 უფასო სამართლებრივი კონსულტაცია, ხოლო სამართალწარმოების მიმართულებით, არსებობს 12 დასრულებული და 16 მიმდინარე საქმე. ორგანიზაციას, 2012-2014 წლებში, მოგებული აქვს ორი პრეცედენტული საქმე საქართველოს უზენაესს სასამართლოშიც.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ ყველა მოქმედ თუ მომავალ ადვოკატს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.