„ახალგაზრდა ადვოკატები“ სკოლებში მართლმადიდებლობის არჩევით საგანთა სწავლების პეტიციას შეუერთდა

5 დეკემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლებში, არჩევით საგანთა ნუსხაში, რელიგიის სწავლების დამატების მოთხოვნით მიმართავს. ორგანიზაციამ შესაბამის პეტიციას უკვე მოაწერა ხელი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს 42 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, 2014 წლის 5 დეკემბერს გაეგზავნა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია სრულად იზიარებს პეტიციის ხელმომწერთა შეხედულებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სკოლებში მართლმადიდებლური განათლების მიღება მსურველებისათვის შესაძლებელი გახადოს ნებაყოფლობითობის პრინციპის სრული დაცვით, ხოლო დღეის მდგომარეობით, მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან ნებაყოფლობით ასარჩევ საგანთა ნუსხაში, მართლმადიდებლური სარწმუნოების და ქრისტიანული მორალის პრინციპების სწავლება არ შედის, რაც არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად ზღუდავს.

ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა მშობელთა და მოსწავლეთა ნაწილმა, კონკრეტულ სკოლებში, მართლმადიდებლობის სწავლება მოითხოვა, მაგრამ საჯარო სკოლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მათი სურვილი არ დაკმაყოფილდა. სანამ საჯარო სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლება - არ სწავლების საკითხი სკოლის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი იქნება, ვერ შესრულდება კონსტიტუციური შეთანხმების მოთხოვნა, კვლავინდებურად დაირღვევა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები,  ვერ შეძლებენ საზოგადოების რელიგიური უმრავლესობის წარმომადგენლები მიიღონ კონფესიური რელიგიური განათლება, მაშასადამე კიდევ უფრო გამძაფრდება რელიგიური გაუთვითცნობიერებით გამოწვეული საფრთხეები, რომლის წინაშეც დღევანდელი საზოგადოება დგას.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაუდებელ ამოცანად გვესახება მართლმადიდებლობისა და ქრისტიანული მორალის პრინციპების, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვა საჯარო სკოლებში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შერჩევითი კონფესიურ-რელიგიური სწავლების დაკანონების პრაქტიკა ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის. პირიქით, ასეთი პოზიტიური პრეცენდენტები მრავლად ფიქსირდება ევროკავშირის, როგორც ძირითად დამფუძნებელ, ისე მოგვიანებით ინტეგრირებულ სახელმწიფოებში - ავსტრია, ბელგია, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, კვიპროსი  და სხვა“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ინიციატივის ფარგლებში შეხვედრას და დიალოგის დაწყებას სთხოვენ.

აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებისთვის ცნობილი „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, პეტიციაზე ხელმომწერმა დავით ყურაშვილმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ინიციატივის ავტორი) და ნანა შარაშიძემ (ორგანიზაცია „ქალი, ბავშვი და სოციუმი“) გახადეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმართვას იზიარებს 42 არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე კოალიცია, რომელშიც 200-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

პეტიციაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. განსხვავებული უნარების პირთა გაერთიანება - ვ.აზმაიფარაშვილი
  2. მოძრაობა ანტიპოდი - ზ. გურგენაშვილი
  3. გეო, ეკო ალიანსი
  4. უფლებადამცველები სამართლინობისთვის - ელგუჯა ჩხაიძე
  5. საქართველოს ახალგაზრდა გეოგრაფთა ასოციაცია
  6. ჯეისიაი საქართველო - სოფიო გაჩეჩილაძე
  7. ს.ს. სახალხო დარბაზი - გოდერძი ოთარაშვილი
  8. ძეგლის მეგობარი - მარიამ გურგენიძე
  9. ქალი, ბავშვი და სოციუმი - ნანა შარაშიძე
  10. მზის შვილები - ლელა ამაშუკელი
  11. მომავალი იწყება დღეს - მ. მამულაშვილი
  12. უსინათლოთა კავშირის # 3 ფილიალი - ლაშა ცაიშვილი
  13. პროფესიული ჟურნალისტიკის განვითარების ცენტრი - გიორგი მიქანაძე
  14. საქველმოქმედო ფონდი ჯანმრთელი მომავალი - ირაკლი დევნოზაშვილი
  15. ამერიკის მეგობართა ახალგაზრდული კლუბი - ლევან კოპალიანი
  16. ადამიანი, ოჯახი და სახელმწიფო
  17. ხრიდოლის აკადემია - დავით გულბანი
  18. საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი - კოტე სვანაძე
  19. საბავშვო ორგანიზაცია „მზიური“ - დავით ეფრემიძე
  20. ლიდერთა  კლუბი - ლაშა თაკალანძე
  21. გაერთიანება 90- იანელები - ბესიკ ბოგველი
  22. ღირსეული თაობა - ანა ოქროსიშვილი
  23. იურისტები ღირსებისთვის - სოფიო კვინიკაძე
  24. მაცხოვრის კეცის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ფონდი კერამიონი - ვალერი მამნიაშვილი
  25. საქართველოს მენეჯერთა ასოციაცია - მიხეილ დუნდუა
  26. ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის - მანანა ანდღულაძე
  27. ლაჰილი - ვიკა ფილფანი
  28. სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი - გიორგი კენჭუაშვილი
  29. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი - ნინო თოდუა
  30. სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი მომავალი
  31. ახალგაზრდა ადვოკატები -
  32. ააიპ არტინფო საქართველო - დათო ნადირაძე
  33. ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი - ანა გვაზავა
  34. ახალგაზრდა პოლიტიკური კლუბი - სოფიო ქვარცხავა
  35. ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი - თეიმურაზ ჩალაძე
  36. ლიტერატურული საზოგადოება ვერკვლისციხელი - გიორგი ფარეშიშვილი
  37. ქალთა ერთიანობის ასოციაცია - იანა ხუციაშვილი
  38. ქართული რეალობა - ლანა ნეფარიძე
  39. სამოქალაქო მოძრაობა - თეიმურაზ მაკარიძე
  40. „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის - მიხეილ ანდღულაძე
  41. ლიტერატურული კლუბი - ვ. წეროძე
  42. კოალიცია „ერთსულოვნების“ (200-ზე მეტი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია) თავმჯდომარე - მიხეილ ანდღულაძე


კომენტარები