„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ინსტიტუციათა ნდობაზე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს

10 დეკემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით, თბილისში მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა. კვლევა მომზადდა საკითხზე: „ინსტიტუციათა ნდობის რეიტინგი საზოგადოებაში - 2014“, რომელმაც, ასევე მოიცვა მოსახლეობის განწყობების დადგენა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, მოქალაქეებს უნდა დაესახელებინათ ინსტიტუცია, რომელთა მიმართაც არსებობდა ნდობა (მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი, სასამართლო, სამოქალაქო სექტორი, პარტიები, საბანკო სექტორი, სამოქალაქო სექტორი, მედია სექტორი, დიპკორპუსი, საპატრიაქრო). ამასთან, დასმული კითხვა ეხებოდა, თუ რომელი ინსტიტუტის გაძლიერებას ისურვებდნენ მომავალში პრიორიტეტულად. კითხვა შეეხო 2014 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის ხარისხის შეფასება. მოქალაქეებმა უპასუხეს შეკითხვას, მიმდნარე სახელმწიფო რეფორმების შეფასებაზეც. ასევე, რესპოდენტებმა პასუხი გასცეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ დამოკიდებულებასაც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისის სამ ნაწილში - რუსთაველის გამზირზე, სააკაძის მოედანსა და აღმაშენებლის ქუჩაზე ჩატარდა. გამოკითხვა მიმდინარეობდა რესპოდენტთა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოკითხვაში, მონაწილოება მიიღო 700 მოქალაქემ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, საზოგადოებას 23 დეკემბრისთვის წარუდგენენ. კვლევა მომზადდა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში.

სოციოლოგიური გამოკითხვის პროცესს ხელმძღვანელობს ორგანიზაციის მთავარი სოციოლოგი ნინო ღაჭავა. 



კომენტარები