„ახლგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2-წლიანი (2015-2016) სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ღებულობს მონაწილეობას. აღნიშნულ გეგმაში უნდა აისახოს კომიტეტის პრიორიტეტები კანონშემოქმედებითი საქმიანობის, საზედამხედველო საქმიანობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით. როგორც მოწვევის წერილშია ნათქვამი, სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას, როგორც კომიტეტის წევრების მოსაზრებები, ასევე რელევანტური სამინისტროებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებებიც.
გასვლითი შეხვედრა ქობულეთში, 13-14 დეკემბრის შუალედში ტარდება. ღონისძიებაზე „ახალგაზრდა ადვოკატებს“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.