„ახალგაზრდა ადვოკატები“ გერმანული სამართლის გამოყენებაზე მრგვალ მაგიდას დაესწრო

17 დეკემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საკითხზე: „გერმანული სამართლის გამოყენება საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში" გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრო, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის და გერმანული  საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა გერმანული კანონმდებლობიდან გამომდინარე ხელშეკრულებების უპირატესობა, დავების მოგვარების უპირატესობები გერმანიაში (სასამართლოში, არბიტრაჟში ან მედიაციით), გერმანული სამართლის ნორმების გამოყენება ქართულ ბიზნეს ურთიერთობებსა და სამართალწამოებაში. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის აღმასრულებელი დირექტორი ვერონიკა ჰორერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატები, მოსამართლეები, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი, გერმანული ,,საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის“ (IRZ) პროექტის მენეჯერი რიტა ბუსა. შეხვედრას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ევროპის ადვოკათა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების ახლადარჩეული პრეზიდენტი მარია სლაზაკი.

ადვოკატები და მოსამართლეები გაეცვნენ გერმანულ პრაქტიკას და გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადვოკატები ასევე მოსამართლეები, იქნება პროდუქტიული და წარმატებული ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხის ასამაღლებლად. 



კომენტარები