„ახალგაზრდა ადვოკატები” ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმს დაესწრო

24 დეკემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 24-25 დეკემბრის შუალედში, თბილისში მიმდინარეობს. ორგანიზაცია ახალგაზრდულ ფორუმზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობას, პირველად ღებულობს.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმში საქართველოში 2007 წლიდან ტარდება. 2014 წლის ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წლიური ანგარიშის მოსმენა, სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია, მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება, მონაწილე ორგანიზაციებს შორის საქმიანობის კოორდინაციის და თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის ჩართვა არაფორმალური განათლების კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის განხილვის პროცესში. ეხვედრის სამუშაო ფორმატი მოიცავდა პლენარულ სხდომებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. „ღია სივრცის“ მეთოდით, გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება, სადაც დასწრების საშუალება გააჩნდათ ყველა დაინტერესებულ მსურველს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მაღალი როლი აკისრიათ ქვეყანაში უფლებებისა და დემოკრატიის მდგრადობისთვის. ახალგაზრდული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს თაობათა შორის საგნობრივ დიალოგს და გამოცდილებას. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდული ფორმუმმა გააჩინა შესაძლებლობები ახალი საერთო ინტერესებისა და ინიციატივებისთვის. ფორმუმში მონაწილეობამ შეამოწმა ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითადი პრინციპების იმპლემენტაცია და ორგანიზაციას საშუალება მისცა არსებული გამოწვევებისა და სიახლეების მიმართ, სწორი წარმოდგენები ჰქონოდა.

 



კომენტარები