არჩილ კაიკაციშვილი წლის საუკეთესო ახალგაზრდა უფლებადამცველად დასახელდა

29 დეკემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების“ გამოკითხვაში 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა უფელბადამცველად დასახელდა.

მსგავსი ტიპის გამოკითხვას გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან წლის ადამიანის გამოსავლენად ატარებს, ,,2014 წლის ადამიანების“ ოცეულში წელს ადგილი არჩილ კაიკაციშვილმაც დაიკავა.

ორგანიზაციისთვის ეს არ არის წლის პირველი აღიარება, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა, ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ 2014 წლის ყველაზე აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციად დაასახელა. ასევე, წელს არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობა 2014 წელს საკმაოდ აქტიური და პროდუქტიული იყო და ამ საქმიანობას ორგანიზაცია სწორედ, დღეს წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სასტუმრო ,,ვერე პალასში“ 18:00 საათზე, შეაჯამებს.



კომენტარები