,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, დააჯილდოვა ის ადამიანები და კონკრეტული უწყებები, რომლებთანაც ორგანიზაციას საქმიანი ურთიერთობა და გამორჩეული თანამშრომლობა აკავშირებდა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის გადაწყვეტილებით, სულ დასახელდა 15 ნომინანტი, რომლებსაც საპატიო სიგელები და საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგი მიმართულებით:
- თბილისის საქალაქო სასამართლო - „საუკეთესო სასამართლო ინსტანცია ოპერატიული საჯარო ინფორმაციისთვის“
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - „ყველაზე ღია საჯარო უწყება“.
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - „ყველაზე კომუნიკაბელური სამინისტრო“.
- დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“.
- შპს „საქართველოს ფოსტა“ – „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“.
- ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი - „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“.
- პრეს-კლუბი „რეპორტიორი“ – „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“.
- ახალი ამბების სააგენტო „კვირა“, ჟურნალისტი მარიამ ზედგინიძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2014“
- გაზეთი „ქრონიკა+“, ჟურნალისტი თამარ ბატიაშვილი - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2014“
- გაზეთი „ქართული სიტყვა“, ჟურნალისტი ნათია გოგიტიძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2014“
- ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2014“
- საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ – „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“
- საზოგადოებრივი რადიო 1 – „საზოგადოების ხმა“
- რადიო პალიტრა, გადაცემა „შუადღის ამბები განო და კოტე“ - „საზოგადოების ხმა“
- „ორგანიზაციის მეგობარი“ - სოფიო აზარიაშვილი (ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 2013-2014 წლებში)