„ახალგაზრდა ადვოკატები“ კაბინეტურ მმართველობაზე გადავიდა

28 იანვარი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2015 წლის 28 იანვრიდან, კაბინეტურ მმართველობაზე გადავიდა. ორგანიზაციის ახალი წესდებით, საქმიანობა შიდა-განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. შეიცვალა მმართველობითი რგოლი. ორგანიზაციას, სადამფუძნებლო საბჭოს ერთპიროვნული მმართველობის ნაცვლად, უხელმძღვანელებს ორი წლის ვადით არჩეული ხელმძღვანელი. ხელმძღვანელი აკომპლექტებს კაბინეტს (გუნდს), რომელიც ანგარიშვალდებულია სადამფუძნებლო საბჭოს და ყველა სხვა მესამე პირთან მიმართებით. სადამფუძნებლო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ორგანიზაციის საქმიანობის განსაზღვრაზე, რომელსაც წარმართავს და ახორციელებს ხელმძღვანელი. წესდებით, დაზუსტდა ორგანიზაციის საქმიანობის ფორმები, მისია და ჩართულობა. სადამფუძნებლო საბჭოს უფლებამოსილებაში გადავიდა ორგანიზაციის საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტების წესი, რომელიც ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვან დემოკრატიულ ინსტიტუტს წარმოადგენს. დაზუსტთა ორგანიზაციის საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა.

„ახალგაზრდა ადვოკატებში“ სტრუქტურული და საორგანიზაციო ცვლილებები ორგანიზაციის წინაშე არსებული სიახლეებითა და ეფექტური საქმიანობის განხორციელების მიზნით განხორციელდა. ორგანიზაცია, თებერვლიდან საზოგადოების წინაშე წარსდგება განახლებული გუნდით.

 



კომენტარები