„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

26 თებერვალი, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქველმოქმედო ორგანიზაცია „სიკეთის კვალის“ დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ თეა ესიტაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქველმოქმდო ორგანიზაციის ინიციატივა „სიკეთის სახლის“ შექმნასთან დაკავშირებით. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა საქველმოქმედო ორგანიზაციას საქველმოქმედო სფეროში არსებული კანონმდებლობა, გამოცდილება და ინიციატივასთან დაკავშირებული ხედვები გააცნო. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე შეთანხმდნენ. 



კომენტარები