ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მარეგულირებელი კომისია, საქართველოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ კოლოსარული თანხების მიღებას უზრუნველყოფს კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელი პირებისგან, რამაც, 2014 წლის არასრული მონაცემით, შეადგინა 4,815,534.00 მილიონი ლარის მიღება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ნინო ისაკაძის განცხადებით, ორგანიზაციამ ეროვნული მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ანალიზი გაუკეთა კომისიის წევრებისა და კომისიის თავმჯდომარის ხელფასებსა და პრემიების მიღების საკითხს. როგორც მოწოდებული ინფორმაცია მიუთითებს, კომისიის თავმჯდომარის ერთი თვის ხელფასის ოდენობა შეადგენს - 13,312.00 ლარს, ხოლო კომისიის წევრების მიერ ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 12.648.00 ლარია.
ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილს ხდის 2013 წლის აპრილამდე კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანისა და 2014 წლის აპრილიდან დღემდე მოქმედი თავმჯდომარის - ვახტანგ აბაშიძის მიერ ხელფასისა და პრემიის სახით აღებულ შემოსავლებს. ასევე, კომისიის წევრების - სოფიო ბრიტანჩუკის, აკაკი სიხარულიძის, ირაკლი მოსეშვილისა და კახი ბექაურის შემოსავლებს, რომელიც არამხოლოდ 2014 წლის მდგომარეობას ეხება.
ვახტანგ აბაშიძე, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე 2014 წლის 16 აპრილიდან - დღემდე
NN |
თარიღი |
სულ |
მათ შორის ხელფასი |
პრემია |
1 |
01/08/2014 მდგომარეობით |
23,966.16 |
0.00 |
23,966.16 |
ირაკლი ჩიქოვანი, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე 2009-2013 წლებში
NN |
თარიღი |
სულ |
მათ შორის ხელფასი |
პრემია |
1 |
2009 |
73,910.20 |
73,910.20 |
0.00 |
2 |
2010 |
192,960.70 |
159,676.70 |
33,284.00 |
3 |
2011 |
173,576.34 |
160,022.74 |
13,553.60 |
4 |
2012 |
235,221.84 |
168,595.04 |
66,626.80 |
5 |
2013 |
22,122.82 |
22,122.82 |
0.00 |
სოფიო ბრიტანჩუკი, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი 2008 წლიდან - დღემდე
NN |
თარიღი |
სულ |
მათ შორის ხელფასი |
პრემია |
1 |
2008 |
263,525.72 |
175,028.92 |
88,496.80 |
2 |
2009 |
195,087.09 |
149,829.89 |
45,257.20 |
3 |
2010 |
170,719.48 |
151,778.28 |
18,971.20 |
4 |
2011 |
177,805.87 |
152,268.27 |
25,537.60 |
5 |
2012 |
203,073.73 |
151,795.73 |
51,278.00 |
6 |
2013 |
247,908.78 |
151,783.18 |
96,125.60 |
7 |
2014 |
143,863.35 |
76,192.83 |
67,670.52 |
აკაკი სიხარულიძე, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი 2008-2015 წლებში
NN |
თარიღი |
სულ |
მათ შორის ხელფასი |
პრემია |
1 |
2009 |
146,391.87 |
127,421.87 |
18,970.00 |
2 |
2010 |
175,250.12 |
156,278.92 |
18,971.20 |
3 |
2011 |
181,363.30 |
146,972.10 |
34,391.20 |
4 |
2012 |
196,549.31 |
151,796.11 |
44,753.20 |
5 |
2013 |
149,395.24 |
152,604.04 |
96,791.20 |
6 |
2014 |
136,492.62 |
79,142.74 |
57,349.88 |
ირაკლი მოსეშვილი, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი 2009-2015 წლებში
NN |
თარიღი |
სულ |
მათ შორის ხელფასი |
პრემია |
1 |
2009 |
139,104.29 |
120,134.29 |
18,970.00 |
2 |
2010 |
170,749.48 |
151,778.28 |
18,971.20 |
3 |
2011 |
177,569.75 |
152,032.15 |
25,537.60 |
4 |
2012 |
202,736.97 |
151,658.97 |
51,078.00 |
5 |
2013 |
247,908.78 |
151,783.18 |
96,125.60 |
6 |
2014 |
137,238.55 |
75,892.03 |
61,346.52 |
კახი ბექაური, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი 2014 წლის 24 იანვრიდან - დღემდე
NN |
თარიღი |
სულ |
მათ შორის ხელფასი |
პრემია |
1 |
01/08/2014 მდგომარეობით |
42,057.96 |
0.00 |
42,057.96 |
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიისგან ინფორმაცია რვა სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელთა ხელფასების, პრემიებისა და დანამატების თაობაზეც მოითხოვეს, მაგრამ კომისიამ ინფორმაცია პერსონალური მონაცემის საფუძვლით, არ გაახმაურა. კანონით, ინფორმაციის საჯაროობა მხოლოდ აღნიშნული ხელმძღვანელების თანხმობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა ეროვნული მარეგულირებელი კომისიამ აღნიშნა, რომ მცდელობების მიუხედავად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთაგან, ასეთი თანხმობა არ მიღებულა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის მიმართ მომთხოვნი და კრიტიკული პოზიცია ჩამოყალიბდეს, ვინაიდან კომისის ეფექტიანობა და კანონით მინიჭებული ვალდებულებების შესრულება, მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს. ოთხი ძირითადი მიზანი და ამოცანა, რომელიც კომისიას გააჩნია: ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა, თანასწორუფლებიანი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა, კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში არსებული ვითარებისა და გამოწვევების ფონზე, არ არის რეალურად უზრუნველყოფილი. კომისიის გავლენა და მონიტორინგი ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და კონკურენტული ბაზრის შექმნის საჭიროებაში, მხოლოდ სიმბოლურია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მართალია, კანონით კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა და ვალდებულია პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ საზოგადოებრივი მსჯელობისა და შესაძლებელია, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების საფუძველი გახდეს, კომისიის მეტი ანგარიშვალდებულების საკითხი, ვინაიდან მისი შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია, რომელიც მოქალაქეების - მომხმარებელთა უფლებების ინტერესებთან და მათ მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს.