„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტში თენგიზ მიქოიანცის გამოფენას დაესწრო

9 მარტი, 2015

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რუსლან პოღოსიანის მიწვევით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მხატვარ თენგიზ მიქოიანცის ნამუშევრების გამოფენას დაესწრო. პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის ფარგლებში გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი ტილოები, რომელთა შორის ძველი თბილისის ხედები სჭარბობდა. თენგიზ მიქოიანცმა 1996 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია. არის არაერთი გამოფენის ავტორი საქართველოსა და სომხეთში. მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. მხატვარი სომხეთის დისპორის სამინისტროს მხრიდან 2011 წელს დაჯილდოვებულია არშილ გორკის მედლით. როგორც პრეზენტაციაზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, მანანა კობახიძემ განაცხადა, ეს გამოფენა ქართულ-სომხური მეგობრობის, ისტორიულ-კულტურული კავშირის კიდევ ერთი გამოძახილია. გამოფენას პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. 



კომენტარები