მერაბ ტურავა ქონებაჩამორთმეულის სახლში გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტს ეხმაურება

23 მარტი, 2015

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული მოსამართლე, მერაბ ტურავა თავის 2015 წლის 23 მარტის პრესკონფერენციაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტზე დასმულ კითხვას პასუხობს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარეს, მე ვიცნობ გარკვეული წლების მანძილზე, თუმცაღა ამ საქმესთან მიმართებით, მე ბევრი არაფერი ვიცი. მეც მხოლოდ მას-მედიის საშუალებით გავიგე ეს ამბავი და გაზეთებში მაქვს წაკითხული, მაგრამ ზუსტი გადამოწმებული ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს და როცა საკითხს არ ვიცნობ ღრმად და საფუძვლიანად, რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველა ვარიანტში, საკუთრება, რომელიც მას გადაეცა, იქნებოდა სახელმწიფო საკუთრება და შესაბამისად,  ისე რომ ვიღაცის (ანუ კონკრეტული პირის) საკუთრება მას (პაპუაშვილს) გადაეცა, ამას ადგილი არ ექნებოდა (ანუ მხოლოდ ჯერ სახელმწიფოსი გახდებოდა და შემდეგ გადაეცემოდა), მაგრამ რამდენად სწორად ჩამოერთვა იმ პიროვნებას (ბლადაძეს) საკუთრება და გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, პასუხი რომ გასცე, საქმე უნდა იცოდე და როცა მე ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მე არ მაქვს კომპეტენცია და უფლებამოსილება, იმისა, რომ საქმის მასალების ცოდნის გარეშე, ასევე არ ვიცოდე საკუთრების სამართლებრივი ბუნების შესახებ, თუ ვის ეკუთვნოდა ეს საკუთრება, კანონიერად ჩამოერთვა  თუ არა, ან ვის გადაეცა და რატომ გადაეცა, კონკრეტული მასალების გარეშე ძნელია და სამართლებრივადაც აკრძალულია ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ მოქმედება იყო კანონიერი ან უკანონო. ამას თავისი პროცედურები აქვს და თუ მესაკუთრე ფიქრობს, რომ არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ სახელმწიფო მოექცა მას უკანონოდ და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, მესაკუთრეს (ბლადაძეს) აქვს უფლება და ალბათ მიმართა კიდეც სასამართლოს, არსებობს ასევე თვით სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობაც საკუთრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებით. მე კი ვინადან არ ვარ პოლიტიკოსი და ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, კითხვაზე, რამდენად კანონიერად გადაეცა ამა თუ იმ პიროვნებას (პაპუაშვილს) საკუთრება და რამდენად სწორად მოხდა თავდაპირველი პიროვნებისთვის (ბლადაძე) ქონების ჩამორთმევა, ამ საკითხზე პასუხის გაცემა პოლიტიკოსებისთვის უფრო ადვილია, ხოლო ჩემთვის, როგორც მოსამართლის მიერ პასუხის გაცემა, შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტულად და დეტალურად ვიცნობ საქმის მასალებს. მე ეს ამბავი ვიცი მხოლოდ პრესიდან, როგორც თქვენ კითხულობთ პრესას, ასევე მეც. ხოლო შემხებლობა როგორც იურისტს, მე ნამდვილად არ მქონია და ჩემი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციიდან ვინმეს დადანაშაულება და თქმა იმისა, რომ კანონიერ ან არაკანონიერ მოქმედებებთან გვქონდა საქმე, არის შეუძლებელი“ - განცხადა მერაბ ტურავამ.

 

 

 



კომენტარები