პარლამენტში საკონსულტაციო საბჭოს გაერთიანებული ქვეჯგუფების შეხვედრა გაიმართა

30 მარტი, 2015

2015 წლის 30 მარტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს თავმდჯომარე არჩილ კაიკაციშვილი საბჭოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციისა და საკუთრების უფლების დაცვის ქვეჯგუფებში გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საბჭოს წევრებმა დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია, საბჭოს საქმიანობის, სტრუქტურული ცვლილებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრაზე მსჯელობა შეეხო ერთობლივი საპროექტო წინადადებების მომზადების, საკანონმდებლო წინადადებების წარმოდაგენისა და კანონშემოქმედებით პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციების თანამონაწილეობის საკითხს. ქვეჯგუფის წევრებს მიეწოდა ინფორმაცია კომიტეტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერისა და შესაბამისი აქტიურობების მომზადების შესახებ. ქვეჯგუფებმა იმსჯელა საზოგადოებრივად აქტუალური თემების მიმართ საბჭოს დამოკიდებულების შექმნის შესახებ. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საბჭო მოემზადება საზოგადოებრივი პროცესების აქტიური შეფასებებისთვის და ამ მიმართულებით, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საბჭო იწყებს აქტიურ კომუნიკაციას ქვეჯგუფების წევრებთან. პირველი შეხვედრა უკვე შედგა 25 მარტს, საბჭოს სამოქალაქო ინტეგრაციის ქვეჯგუფთან. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ განსახილველ საკითხებთან მიმართებით, დათქმულ დროს, წარმოდგენილ იქნება შესაბამისი წინადადებები, რომელიც ქვეჯგუფისა და საბჭოს მუშაობას გახდის ეფექტურსა და საყოფიერს. 



კომენტარები