„ახალგაზრდა ადვოკატები“ ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრე პატარკაციშვილების ოჯახს მიმართავს

5 აპრილი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრე პატარკაციშვილების ოჯახს მიმართავს და ყურადღების მიქცევას სთხოვს არხის დამოკიდებულებაზე, რომელიც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის პროცესში, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის საქმის გაშუქების ხელოვნურ დაბლოკვას. როგორც ორგანიზაციამ 2015 წლის 4 აპრილის საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, ვინაიდან საკითხი ეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიმართ სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებას, ტელეკომპანიას თემაზე მომზადებული ორგანიზაციის არც ერთი პრესკონფერენცია არ გაუშუქებია. როლანდ ბლადაძის ადვოკატები, არც ერთხელ მიწვეული არ ყოფილა გადაცემებში: „რეაქცია“ და „იმედის კვირა“, სადაც ჟურნალისტები განიხილავდნენ ქონებაჩამორთმეულთა საქმეებს. ორგანიზაცია არხის მხრიდან ტენდენციურ დამოკიდებულებას ჟურნალისტ ეკა ხოფერიას მიმართ პროფესიული სოლიდარობით ხსნის, ვინაიდან ეკა ხოფერია გიორგი პაპუაშვილის ოჯახის ნათესავი, გიორგი პაპუაშვილის მეუღლის დაა.

„მივმართავთ ტელეკომპანია ,,იმედის“ მფლობელ ბატონ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, რათა როლანდ ბლადაძის ადვოკატებს მიეცეს შესაძლებლობა გადაცემებში: ,,იმედის კვირა“ და ,,რეაქცია“ მონაწილეობის უფლება, მაშინ როდესაც განხილვის თემაა: სამართლიანობის აღდგენა ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე. დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მეპატრონეების საყურადღებოდ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტ ეკა ხოფერიას ფაქტორიდან გამომდინარე, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების საქმე, ტაბუდადებულია. საკითხზე მსჯელობისგან თავს იკავებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ტელეკომპანია ,,იმედის“ გადამღები ჯგუფის მხრიდან როლანდ ბლადაძის საქმეზე, ბოლო სამი თვის მანძილზე ჩატარებული ყველა პრესკონფერენცია გაშუქების გარეშე დარჩა, მაშინ როდესაც ტელეკომპანიის  ჟურანალისტები სპეციალურად ესწრებოდნენ აღნიშნულ ბრიფინგებს“ - ნათქვამია ორგანიზაციის 2015 წლის 4 აპრილის განცხადებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციის 2015 წლის 4 აპრილის პრესკონფერენაციას სააგენტო „პირველის“ პრეს-კლუბში, ასევე ესწრებოდა ტელეკომპანია „იმედი“, თუმცა თემა ტელეკომპანიას არ გაუშუქებია. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ არხის ჟურნალისტები საკითხზე გაკეთებული განცხადებების სრულ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო ანხორციელებენ, რომ გიორგი პაპუაშვილმა მიიღოს პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების სრული ინფორმაცია, რაც პირდაპირ ლახავს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობის პრინციპებს და ეჭქვეშ აყენებს ცალკეული ჟურნალისტებისა და ტელეკომპანიის მიმართ ნდობის საკითხს. 



კომენტარები