ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძეს შეხვდნენ. დიალოგი შეეხო მუნიციპალიტეტში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის უზრუნველყოფას, ახალი თვითმმართველობის კოდექსის შედეგად მმართველობის პროცესში წამოჭრილ ხარვეზულ მხარეებს, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, საკადრო პოლიტიკის საკითხებს, ტურისტულ გარემოს. ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერსდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ადგილობრივი დაზარალებული იპოთეკარების საკითხით და ამ მიმართულებით, არსებული პრობლემის გადაჭრისთვის, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ჩართულობის შესახებ.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს საპროექტო წინადადების მიმართ მხარდაჭერა სთხოვეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმოადგენს პროექტს, რომელიც შეეხება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, შედგება საზაფხულო სკოლა, მოსწავლეები მოისმენენ სამართლის აღიარებული სპეციალისტების მხრიდან სემინარებს გამოხატვის თავისუფლების, რელიგიის თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების მნიშვნელობის შესახებ. გამოცხადდება კონკურსი ადგილობრივ დონეზე, ტოლერანტობის იდეის პოპულარიზაციისთვის. დაჯილდოვდებიან გამარჯვებული და წარმატებული თემის ავტორები.
როგორც ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქოპირიძემ განაცხადა, თვითმმართველობა მხარს დაუჭერს ორგანიზაციის ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება სამოქალაქო განათლების საუკეთესო ინტერესების წარმოჩენისთვის. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია და ქობულეთის საკრებულო ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხზე შეთანხმდნენ.