,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ "BBC NEWS”-ის რადიოს შეკითხვებს უპასუხა

16 აპრილი, 2015

2015 წლის 16 აპრილს, ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ტელეკომპანია “BBC NEWS”-ის რადიოს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუ მომზადდა საქართველოში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხზე. არჩილ კაიკაციშვილმა ჟურნალისტებს გააცნო ორგანიზაციის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევა ,,რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში“ და კვლევის ფარგლებში მომზადებული სარეკომენდაციო წინადადებები. საუბარი შეეხო 2012-2014 წლებში რელიგიური შეუმწყნარებლობის ფაქტებს და მის გამომწვევ მიზეზებს. აგრეთვე, სახელმწიფოს როლს და მიდგომებს ტოლერანტული საზოგადოების მხარდაჭერისა და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების პრობლემურ მხარეებს და განათლების სისტემის რეფორმაში, რელიგიის სწავლების მნიშვნელობას. ინტერვიუს უძღვებოდნენ “BBC NEWS”-ის რადიოს პროდიუსერი უესლი სტივენსონი და რადიოს კორესპონდენტი საქართველოდან ნატალია ანთელავა. ინტერვიუს სრული ჩანაწერი ,,BBC NEWS”-ის რადიოს ეთერში 2015 წლის 7 მაისს გავა.



კომენტარები