ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2015 წლის 16 აპრილს, არასრუწლოვან გ. კახურაშვილის საქმის განხილვასთან დაკავშირებით, მოსამართლე ზაზა მარტიაშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი და მედია ინტერესის მიუხედავად, საქმის განხილვა, 2015 წლის 4 ივნისისთვის გადადო.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილოება კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან, ფაქტობრივი საფუძვლებით, სხდომის გადადება გამოიწვია მოსამართლისა და მოპასუხე მხარეთა მოულოდნელად, დარბაზში შეკრებილი მოქალაქეების სიმრავლემ, მასობრივი-საინფორმაციო საშუალებების, მონიტორების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასწრებამ. მოსამარჩელე მხარემ სასამართლოს წარუდგინა საქმესთან დაკავშირებით დამაზუსტებელი განცხადება და მოითხოვა მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომად გადაზრდა და ადგილზე მოკლე დროით შესვენების გამოცხადება, რათა მოპასუხე მხარეები გაცნობოდნენ განცხადების შინაარს, მაგრამ მოსამართლემ ისე, რომ არ გაითვალისწინა საქმის მაღალი ინტერესი, სხდომის გახსნიდან და დარბაზში მხარეთა გამოცხადების ცნობიდან 2 წუთში, სასამართლო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა. სასამართლოს ასეთ დამოკიდებულებას დარბაზში მყოფი არასრუწლოვან გ. კახურაშვილის დედის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც მოსამართლეს მიღებული გადაწყვეტილების უსაფუძვლობისა და უსამართლობის საპასუხოდ, ევროპის ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია უჩვენა. შესაბამისად, ორგანიზაცია იზიარებს ოჯახის წარმომადგენელთა პროტესტს და მიაჩნია, რომ მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა არ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, სასამართლო სხდომა გადადო 2 თვის ვადით, რითაც გამოწვევებისა და საფრთხის წინაშე დააყენა არასწრუწლოვან გ. კახურაშვილის ინეტერსები, უფლებები, სასამართლომ ხელი შეუწყო სადაოდ არსებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი აღსრულების პროცესის განვითარებას, რომელიც ხელისუფლების კეთილი ნების შესაბამისად, ამჟამად, დროებით, შეჩერებულია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ არასრუწლოვან გ. კახურაშვილის საქმესთან დაკავშირებით, 2015 წლის 4 ივნისამდე, საზოგადოებას საქმისწარმოების ახალი სტრატეგიის მიმართულებებს გააცნობს და რამდენიმე ინიციატივით გამოვა, ვინაიდან დავა, რომელიც ამჟამად საერთო სასამართლოებში მიმდინარეობს, პრეცედენტულია და ანალოგი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არ მოეპოვება.
ჩვენ კიდევ ერხელ აღვნიშნავთ, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანის საკუთრების უფლებას. კერძოდ, 2009 წელს ს.ს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალის“ სასარგებლოდ, სესხის სანაცვლოდ (რომლის ოდენობაც 7 000 აშშ დოლარს შეადგენდა) იპოთეკით დაიტვირთა არასრულწლოვან გ. კახურაშვილის უძრავი ქონება. სესხი აღებული იქნა სამეურნეო საქმიანობის განვითარების მიზნით, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც სესხის საპროცენტო განაკვეთი წლიურ 60%-ს წარმოადგენდა, ოჯახმა ვერ მოახერხა საქმის წარმატებით განხორციელება და 2012 წლის 4 ივნისს, აუქციონზე, გ. კახურაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება გაიყიდა. ამ დროისათვის, კახურაშვილების ოჯახის მიერ სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალის“ სასარგებლოდ, სესხის ფარგლებში, უკვე გადახდილ იყო 8 200-მდე აშშ დოლარი. ქონების ახალმა მესაკუთრემ, დროის სხვადასხვა პერიოდში, 2-ჯერ მოითხოვა არასრულწლოვანის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება გამოსახლების სახით, თუმცა 2015 წლის 16 აპრილის მდგომარეობით, აღსრულების პროცესი შეჩერებულია. საქმეში მთავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ უძრავი ქონების უფლებრივი დატვირთის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, არავის, მათ შორის, არც ნოტარიუსს არასრულწლოვანის მშობლებისათვის, არ განუმარტავს, რომ მათ მოქმედი საერთაშორისო თუ შიდა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, არ შეეძლოთ არასრულწლოვანი შვილის ქონების განკარგვა, არასრუწლოვანს საკუთრება კი საკუთარმა ბაბუამ საჩუქრად გადასცა.
კახურაშვილების ოჯახმა საქმესთან დაკავშრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს, 7-ჯერ მიმართეს, თუმცა სასამართლომ საქმე არც ერთხელ არ მიიღო წარმოებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, ოჯახმა კიდევ ერთხელ სცადა სასამართლო გზით დარღვეული უფლების აღდგენა, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მოხდა საქმის წარმოებაში მიღება, რომლითაც მოთხოვნილია იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. საქმეზე 2-ჯერ მოხდა რეკომენდაციის გაცემა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ასევე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, რომელთა შესაბამისადაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მიეცა მითითება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარიყო აღსრულების პროცესის შეჩერება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქმესთან დაკავშირებით 2014 წლიდან დაიწყო ყოვლისმომცველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ორგანიზაციის ძალისხმევით, საერთაშორისო და ეროვნული დონის ინსტანციების მიმართ განხორციელებულმა მოქმედებებმა, შესაძლებელი გახადა საქმისწარმოების განახლება და აღსრულების პროცესის შეჩერების უზრუნველყოფა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს გარემოება, რა დროსაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ოჯახს დახმარებას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქმეს განიხილავს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი, რომელმაც, თავის დროზე, 2-ჯერ განაცხადა უარი დავის საქმისწარმოებაში მიღებაზე.