“ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმატებული ადვოკატირების კამპანიის შესახებ სემინარს დაესწრო

17 აპრილი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „სისხლის სამართლის რეფორმების ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“, სამდღიან ტრენინგს დაესწრო. პროფესიული ტრენინგის სახელწოდება გახლდათ: „წარმატებული ადვოკატირების კამპანიის 5 ეტაპიანი სტრატეგია და კომუნიკაციები“. ტრენინგის მიზანი გახლდათ გააძლიეროს არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატირების და კომუნიკაციების შესაძლებლობები ერთობლივი ძალისხმევით უფრო წარმატებული შედეგების მისაღწევად. განხილულ იქნა მიზანთან დაახლოებული ქეისები. ბრენდის და მისი შემადგენელი ნაწილების სოციალური როლი. ამ მიმართულებით, ტრენინგი მდიდარი აღმოჩნდა საპრეზენტაციო ინფორმაციითა და როლური მიდგომებით. სემინარი მოამზადა ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმამ” (PRI). ტრენინგი ჩატარდება ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში“. „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, სემინარს დაესწრო ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელი ანა კიკნაძე. 



კომენტარები