2015 წლის 23 აპრილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 2 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინა.
საგრანტო კომისიამ დადებითად შეაფასა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიგრანტთა იურიდიული დახმარების შესახებ წარდგენილი საპროექტო განაცხადი და პროექტი 20.000 ათასი ლარით დაფინანსდა.
პროექტის თანახმად, დაგეგმილია არანაკლებ 16 ბენეფიციარისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა. პროექტის მენეჯმენტიდან გამომდინარე, შესაძლებელი ხდება ყველა მიგრანტის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა - კონსულტაციები, წარმომადგენლობა, დამისამართება და სხვა.
პროექტი განხორციელდება 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ინიციატივის განხორციელება, ოფიციალურად, მხარეთა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობას ვუხდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოცხადებული ნდობისთვის. ორგანიზაცია პროექტის დაწყების შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას უახლოესს პერიოდში მიაწვდის.