პოლიტიკოსებმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ნაცვლად, მაჟორიტარების შესახებ ახალ კანონზე უნდა იფიქრონ

24 აპრილი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში მოქმედი მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიას ეხმაურება და საკანონმდებლო წინადადების ავტორებს, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მაღალი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფას გამოიწვევს, წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის რეალური დეცენტრალიაციის პრინციპებთან და ჩანასახოვანი მუნიციპალური პოლიტიკის და ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის განვითარებაზე, უარყოფით გავლენას იქონიებს. ორგანიზაციის შეფასებით, მაჟორიტაურლი საარჩევნო სისტემა არ უნდა გაუქმდეს, ვიდრე არ იქნება საარჩევნო სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი დასაბუთება და მათ შორის, დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი“. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მომავალი საარჩევნო სისტემის რეფორმა თანხვედრაში აღმოჩნდეს კონსტიტუციურ პრინციპებთან და ქვეყნის საკონსტიტუციო რეფორმასთან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმა არ უნდა გახდეს პოლიტიკური გარიგებების, მათ შორის შესაძლო ფარული შეთანხმებების შემადგენელი ნაწილი. მართალია მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც გააჩნია ხარვეზი, ისევე, როგორც ნებისმიერ საარჩევნო სისტემას, თუმცა შედერების თვალსაზრისით, მაჟორიტარული სისტემა შემოთავაზებულ რეგიონალურ-პროპორციულ სისტემასთან შედარებით, ბევრად ხელსაყრელი და სარგებლიანია საქართველოს მოსახლეობისთვის. თუკი შემოთავაზებული წინადადება იურიდიულ ფორმას შეიძენს, პარლამენტში 64 მუნციპალიტეტი პერსონიფიცირებული წარმომადგენლის გარეშე დარჩება,  საარჩევნო ოლქები გამსხვილდება და მაგალითად ქუთაისის, სამტრედიის და ა.შ. მაჟორიტარების ნაცვლად, იმერეთის მაჟორიტარები გვეყოლება. მოცემულ ეტაპზე, ასეთი ცვლილებები წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს და საზიანოა ქვეყნისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიციით, რიგ შემთხვევაში დარღვეულია კავშირი მაჟორიტარ კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შორს, რაც გამოიხატება მაჟორიტარების მხრიდან ნაკლები ურთიერთობით, მოსახლებასთან ნაკლები შეხვედრებით, რეალურად კი მათი ვალდებულებაა შეხვდენენ ამომრჩევლებს და მათ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას კომუნიკაციის ნაკლებობა და მაჟორიტარები გახდნენ მეტად ქმედითები და აქტიურები, საჭიროა შემუსავდეს დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც დააკონკრეტებს მაჟორიტარი დეპუტატების უფლებამოსილებებს და კანონში მკაფიოდ იქნება გაწერილი მაჟორიტარების ვალებულებები, თუ როგორი იქნება მათი როლი ადგილობრივ დონეზე საკითხების გადაწყვეტის პროცესში, ურთიერთობის საკითხი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ბუნდოვანია მაჟორიტარი დეპუტატების ვალდებულებები ნაწილი ადგილობრივი ამომრჩეველთა წინაშე.  კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ არ არის საკმარისი და ამომწურავად არ პასუხობს პრაქტიკულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების ნაცვლად, უნდა გამოსწორდეს აღნიშნული საარჩევნო სისტემის ხარვეზები და მაჟორიტარების საქმიანობა უნდა გახდეს უფრო ეფექტური.

ცნობისთვის: საქართველო განეკუთვნება ე.წ. შერეული სისტემის მქონე სახელმწიფოს, სადაც ერთმანეთის გვერდით  თანაარსებობს, როგორც პროპორციული, ასევე, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული საარჩენო სისტემით არჩეული 77 (პარტიული სიების საფუძველზე წარდგენილი კანდიდატები) და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული  73  პარლამენტის წევრისგან. 



კომენტარები