2015 წლის 24 აპრილს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ სადისკუსიო კლუბში ტრადიციულ შეხვედრაზე სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიდგომებზე ისაუბრა. ძირითადი დისკუსია შეეხო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2005-2015 წლის საქმიანობის შეჯამებას. ამასთან, რამდენად იყო პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხი, როგორია სასამართლო გადაწყვეტილებათა შეფასება, მკაცრი, სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების პერიოდში, რა როლი ითამაშა სასამართლომ და დგას თუ არა სასამართლოს პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, წამებასთან დაკავშირებით ფაქტების შეფასებების მიმართულებით.