“ახალგაზრდა ადვოკატები“ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

24 აპრილი, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას და ევროპის საბჭოს პროექტის: „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარ თემას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა სადისციპლინო კოლეგიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. განხილულ იქნა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკული საქმეების მაგალითზე, ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დისციპლინური საჩივრების სტატისტიკა. პრეზენტატორებმა მიმოიხილეს სადისციპლინო კოლეგიის 2004-2013 წლების პრაქტიკული გამოცდილება და შედეგები. შეხვედრის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია და მოხდა განხილული საკითხების შეჯამება. შემუშავდა სარეკომენდაციო წინადადებები. შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯოდმარე, ნინო გვენეტაძე და სამოსამართლეო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები, უფლებადამცველები ესწრებოდნენ.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი დაესწრო.

 

 



კომენტარები