30 აპრილს „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ ალიანსი დაფუძნდება

28 აპრილი, 2015

დამფუძნებელ ღონისძიებაზე, ალიანსის წევრი ორგანიზაციები, ერთობლივ დეკლარაციაზე მოაწერებ ხელს, რომელიც შედგება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე შეფასებით, წევრი ორგანიზაციების ვალდებულებებით, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლოს ხელისუფლების მიმართ სარეკომენდაციო წინადადებებით, რომლის განხორციელების პროცესზეც, ალიანსი იქნება ორიენტირებული.

ალიანსის დამფუძნებელია ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ხოლო დამფუძნებელი წევრი ორგანიზაციები გაერთიანების მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან. ალიანსი იხელმძღვანელებს სამუშაო დებულებით და სამუშაო გეგმით. პრეზენტაციას დაესწრება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საექსპერტო საზოგადოება, მესამე სექტორის წარმომადგენლები.



კომენტარები