„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოს წევრი გახდა

30 აპრილი, 2015

2015 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გამართული არჩევნების შედეგად, სააგენტოს დავების საბჭოს წევრი „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურისტი ანა კიკნაძე გახდა. არსებული წესის მიხედვით, საბჭოს წევრად ნდობა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დასახელებულ ორი წევრს გამოეცხადა. მათ შორის, ანა კიკნაძე ერთი წლის ვადით არჩეულ იქნა დავების საბჭოში და უფლებამოსილების ვადაში, მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. საბჭოს წევრის საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ექვსი წევრით და მის შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში კანდიდატურა 2015 წლის 22 აპრილს წარადგინეს. 



კომენტარები