ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „Peace Corps“-ის პროგრამაში ჩაერთო, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციის გუნდს შეემატება ახალი უცხოენოვანი თანამშრომელი და დამდეგი 6 თვის მანძილზე, მოწვეული სპეციალისტი იმუშავებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ სტრატეგიული პროექტების მომზადებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის გაზრდაზე, ადამიანური რესურსის მართვისა და ადვოკატირების კამპანიების საკითხებზე. ორგანიზაციამ „Peace Corps“-ის პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი 2014 წლის ნოემბერში მოამზადა. „Peace Corps“-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხრიდან, შესწავლილ იქნა ორგანიზაციის საქმიანობა, შესაძლებლობები და ინტერესები. 2015 წლის მაისში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, „ახალგარზდა ადვოკატების“ „Peace Corps“-ის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
„Peace Corps“-ის პროგრამის განსაკუთრებულობას წარმოადგენს გარემოება, როდესაც საქართველოში პროგრამით მყოფ მოხალისეს მასპინძლობს ოჯახები. „ახალგარზდა ადვოკატები“, ამ თვალსაზრისით, დაინტერესებულია, ორგანიზაციის უცხოენოვანი თანამშრომლისთვის, თბილისში შემდგომი საცხოვრებელი ოჯახის შერჩევის მიზნით, გააკეთოს განცხადება და დაინტერესებული ოჯახები მოიწვიოს მოხალისის მასპინძლად. მასპინძელი ოჯახის მაძიებელთა საყურადღებოდ, ორგანიზაცია განმარტავს შემდეგ მკაცრად განსაზღვრულ პირობებს, რომლის მიხედვითაც, მასპინძელი ოჯახი ვალდებულია, მოხალისე მიიღოს, როგორც ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრი, უზრუნველყოს ყოველდღიური კვებით და მინიმალური პირობებით: ცალკე ოთახი, საწოლი, მაგიდა, სკამი, კარადა და კარზე საკეტი. „Peace Corps“-ის პროგრამის ფარგლებში, მასპინძელი ოჯახი მოხალისის უზრუნველსაყოფად, ყოველთვიურად მიიღებს 375 ლარს. აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს ბინის ქირას და გამოყოფილია მხოლოდ ოჯახის საჭიროებებითვის, რაც გულისხმობს ერთით მეტი წევრის შემატებისთვის. „Peace Corps“ ასევე გადაიხდის გათბობის ხარჯებს 50 ლარის ოდენობით, ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით. ოჯახმა უნდა უზრუნველყოს მოხალისის ინტეგრაცია და ქართული კულტურის გაცნობის მიმართულებით, შესაბამისი წვლილის შეტანა.
„Peace Corps“-ის პროგრამით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ უცხოენოვანი თანამშრომელი საქმიანობას 2015 წლის 5 ივნისიდან შეუდგება. შესაბამისად, ორგანიზაცია მასპინძლობით დაინტერესებულ ოჯახებს მიმართავს, გამოხმაურება ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან კომუნიკაციით (599 010344) 20 მაისამდე უზრუნველყონ.
ცნობისთვის: „Peace Corps“ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯ.ფ. კენედიმ 1961 წელს დააარსა. „Peace Corps“ არის აშშ-ის მთავრობის აპოლიტიკური, არაკომერციული სააგენტო, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დაინტერესებული ქვეყნის განვითარებას და საჭირო გამოცდილების გაზიარებას.