საქართველომ დეკემბერში უვიზო მიმოსვლის ნებართვისთვის, ძალისხმევა უნდა გააძლიეროს

25 მაისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ,,რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, რიგის სამიტთან დაკავშირებით პირველი შეფასება გააკეთა და საქართველოს მთავრობის მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების საკითხებზე ისაუბრა.

არჩილ კაიკაციშვილის  განცხადებით,  პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორი შეფასებები გაკეთდეს იმ შესაძლებლობებსა და მიღწევებზე, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით საქართველოსთვის არსებობს და რომლებიც რიგის სამიტმა გააჩინა. თუმცა უნდა ითქვას, რომ რიგის სამიტამდე  ქართულ საზოგადოებაში არსებობდა აბსოლიტურად არასწორი მოლოდინები  და შეფასებები, რადგან საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რიგის სამიტზე, საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის დადებით გადაწყვეტას ელოდა.  ვფიქრობ ,რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგის სამიტმა საქართველოსთვის სასურველი შედეგი არ მოიტანა, მაინც დატოვა პოზიტიური გზავნილები  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ, რომ მათი ევროპული არჩევანი არის უცვლელი და ევროკავშირი ამ მიმართულებით აღნიშნულ ქვეყნებს მხარს დაუჭერს. რიგის სამიტის დეკლარაციაში გაკეთდა ჩანაწერი საქართველოს ევროპული არჩევანის უწყვეტობის თაობაზე და არ არის მკაფიო გზავნილი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესახებ. თუმცა, ეს საქართველოს მთავრობის არაფექტური მუშაობის შედეგად ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ რიგის სამიტზე ღირსეულად წარმდგარიყო.

,,ახალგაზრდა  ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ წარმატებით შესასრულებლად. ამაზე მიუთითებს ევროკომისიის მიერ, მაისის დასაწყიშის, მომზადებული ანგარიში ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებეის შესრულების საკითხი.

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს სწორი საინფორმაციო კამპანია, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისა და ჩართულობის მიზნით, დეკემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრასთან  დაკავშირებით.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დეკემბრამდე მთავრობამ და სახელმწიფოს სხვადასხვა სრუქტურებმა გაცილებით მეტი ძალისხმევა  უნდა გამოიჩინონ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოხდეს ობიექტური ინფორმირება საზოგადოების, თუ რა მოლოდინი და სიკეთეები შეიძლება მოყვეს საქართველოს საკითხის დადებითად გადაწყვეტას დეკემბერში და მეორე მხრივ, აუცილებელია, გაძლიერდეს შიდა ინსტიტუტები, რათა პოლიტიკური ოპოზიცია, ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორი, მედია ერთობლივი ძალისხმევით მუშობდნენ ევროპული არჩევანის სიკეთეების წარმოსაჩენად.



კომენტარები