„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მიერ სებ-ის 2014 წლის ანგარიშის წარადგინას დაესწრო. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა კომიტეტების გაფართოებულ შეხვედრაზე შეკითხვის უფლებით ისარგებლა. მას შემდეგ, რაც გიორგი ქადაგიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მალე ეწურება სებ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება და პასუხისმგებელია ყველა ხარვეზსა და პრობლემაზე, რომელიც სისტემაში მისი საქმიანობის დროს გაჩნდა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა სებ-ის პრეზიდნეტ გიორგი ქადაგიძეს კომენტარი, საბანკო სექტორში 4 კომერციული ბანკის მიმართ წარმოებულ სადამსჯელო მოქმედებების შესახებ დაუსვა და მოითხოვა განმარტება, თუ რა ღონისძიებები გაატარა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ცნობილი კომერციული ბანკების საქმიანობის და სტაბილურობის დასაცავად. არჩილ კაიკაციშვილის კითხვა ეხებოდა ბანკ „ქართუ“, „კორსტანდარტბანკის“, „სახალხო ბანკისა“ და „ინტელექტბანკის“ საქმეებს. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, განხორციელებულმა მოქმედებებმა, პრაქტიკულად, დასახელებული ბანკების გაკოტრება გამოიწვია, მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი, განვითარებულ მოვლენებში არ ჩარეულა. გიორგი ქადაგიძემ არჩილ კაიკაციშვილის კითხვას პროვოკაციული უწოდა და განაცხადა, რომ დასახელებული ბანკების საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ყველა იმ ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხით, თუკი გამოიკვეთება ვინმეს დანაშაულებრივი მოქმედება. გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ამ მიმართულებით, მზად არის უპასუხოს ყველა კითხვას, თუკი გამოძიება რომელიმე პირის საქმეებთან შემხებლობით დაინტერესდება.