ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო ხელისუფლებას არასრუწლოვან გიორგი კახურაშვილების პრეცედენტულ დავასთან დაკავშირებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან მოქმედებისთვის მიმართავს და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას მოითხოვს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლის, არასრუწლოვან გიორგი კახურაშვილის ინტერესების დამცველ მარიკა არევაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2015 წლის 4 ივნისს განახლდება გიორგი კახურაშვილის საქმის განხილვა. ორგანიზაციამ დავის უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ინფორამცია უკვე მიაწოდა საქართველოს უზანესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს. იქედან გამომდინარე, რომ საქმეს განიხილავს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი, რომელმაც, თავის დროზე, 2-ჯერ განაცხადა უარი დავის საქმისწარმოებაში მიღებაზე, ხოლო 2015 წლის 16 აპრილის სხდომაზე, დაარღვია ბავშვის საუკეთესო ინტერესები და პროცესი, დაუსაბუთებლად, ფაქტობრივად, ორი თვით გადადო, არსებობს მაღალი ალბათობა, სასამართლო ვერ იქცეს გიორგი კახურაშვილის ინტერესების დამცველად და ბავშვის მომავალს მოსამართლემ სამართლიანი განვითარება არ მისცეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქმე ეხება არასრულწლოვან გიორგი კახურაშვილის საკუთრების უფლებას. კერძოდ, 2009 წელს ს.ს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალის“ სასარგებლოდ, სესხის სანაცვლოდ (რომლის ოდენობაც 7 000 აშშ დოლარს შეადგენდა) იპოთეკით დაიტვირთა არასრულწლოვან გ. კახურაშვილის უძრავი ქონება. სესხი აღებული იქნა სამეურნეო საქმიანობის განვითარების მიზნით, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც სესხის საპროცენტო განაკვეთი წლიურ 60%-ს წარმოადგენდა, ოჯახმა ვერ მოახერხა საქმის წარმატებით განხორციელება და 2012 წლის 4 ივნისს, აუქციონზე, გ. კახურაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება გაიყიდა. ამ დროისათვის, კახურაშვილების ოჯახის მიერ სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალის“ სასარგებლოდ, სესხის ფარგლებში, უკვე გადახდილ იყო 8 200-მდე აშშ დოლარი. ქონების ახალმა მესაკუთრემ, დროის სხვადასხვა პერიოდში, 2-ჯერ მოითხოვა არასრულწლოვანის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება გამოსახლების სახით, თუმცა 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, აღსრულების პროცესი შეჩერებულია. საქმეში მთავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ უძრავი ქონების უფლებრივი დატვირთის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, არავის, მათ შორის, არც ნოტარიუსს არასრულწლოვანის მშობლებისათვის, არ განუმარტავს, რომ მათ მოქმედი საერთაშორისო თუ შიდა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, არ შეეძლოთ არასრულწლოვანი შვილის ქონების განკარგვა, არასრუწლოვანს საკუთრება კი საკუთარმა ბაბუამ საჩუქრად გადასცა.
კახურაშვილების ოჯახმა საქმესთან დაკავშრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს, 7-ჯერ მიმართეს, თუმცა სასამართლომ საქმე არც ერთხელ არ მიიღო წარმოებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, ოჯახმა კიდევ ერთხელ სცადა სასამართლო გზით დარღვეული უფლების აღდგენა, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მოხდა საქმის წარმოებაში მიღება, რომლითაც მოთხოვნილია იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. საქმეზე 2-ჯერ მოხდა რეკომენდაციის გაცემა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ასევე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, რომელთა შესაბამისადაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მიეცა მითითება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარიყო აღსრულების პროცესის შეჩერება. ხელისუფლების კეთილი ნების შესაბამისად, ამჟამად, აღსრულების პროცესი, დროებით, შეჩერებულია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქმესთან დაკავშირებით 2014 წლიდან დაიწყო ყოვლისმომცველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ორგანიზაციის ძალისხმევით, საერთაშორისო და ეროვნული დონის ინსტანციების მიმართ განხორციელებულმა მოქმედებებმა, შესაძლებელი გახადა საქმისწარმოების განახლება და აღსრულების პროცესის შეჩერების უზრუნველყოფა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს გარემოება, რა დროსაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ოჯახს დახმარებას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მარიკა არევაძის განცხადებით, 2015 წლის 4 ივნისის სასამართლო სხდომა კვლავ მაღალი საზოგადოებრივი და მედია ინტერესს იწვევს. თუკი გიორგი კახურაშვილის საქმეზე შიდა-ეროვნული სამართლებრივი მექანიზმებით ჭეშმარიტება არ დადგა, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გადაწყვეტილება მიიღეს - საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სასამართლოში გაიგზვანება.