ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების” მხარდაჭერითა და პარტნიორობით, „VIP TIME“-ში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება მომზადდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „სიკეთის კვალის” ინიციატივით და შემოსული თანხით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებულ „დღის ცენტრში“ მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დახმარება მოხდება. ღონისძიების პარტნიორები, „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, 20-მდე ორგანიზაცია გახდა. საღამო მუსიკალურად გაფორმდა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ და ორგანიზაცია „სიკეთის კვალი“, 2015 წლის თებერვლიდან თანამშრომლობს. საქველმოქმედო ფონდი დაარსების დღიდან, აქტიურად ეხმარება, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, სოციალურად დაუცველ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს. მისი ხელმძღვანელი თეა ესიტაშვილია.