„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალციხესა და მარნეულში „ეთნიკური უმცირესობების ფორუმს“ ჩაატარებს

5 ივნისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის - ACICC”-ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში, ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ,,ეთნიკური უმცირესობების ფორუმს“ გამართავს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო სფეროს, თვითმმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც მიეწოდებათ ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამების საკითხებზე, ინსტრუმენტებისა და ეთნიკური უმცირესობის უფლებების ადვოკატირების თაობაზე.

პროექტის თანახმად, ფორუმის პირდაპირი დიალოგის თემა იქნება: „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ამჟამინდელი კავშირები და პერსპექტივები“, „საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სისტემა“. განსახილველ საკითხებზე, ადგილობრივი მოქალაქეები მიიღებენ უახლესს ცნობებს და მათ შესაძლებლობა ექნებათ, უშუალო კითხვები დაუსვან სამინისტროების წარმომადგენლებს, რომლებიც ფორუმს დაესწრებიან.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“, პროექტის განხორცილების პროცესში, ასევე მოამზადებს და გამოსცემს ქართულ და რუსულენოვან სპეციალურ ანგარიშს, რომელშიც ვრცლად იქნება წარმოდგენილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი. ამ პროცესში, ცაკლე თავი დაეთმობა ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის, თანამონაწილეობისა და უფლებების საკითხს. ფორუმის შემდგომ, მომზადებული სპეციალური ანგარიში გადაეცემა რეგიონის საგანმანათლებლო დაწასებეულების ბიბლიოთეკებს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს, თვითმმართველობებს.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, პროექტის მთავრი მიზანია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ინფორმირება, ჩართულობა და ნდობის გაზრდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში უმცირესობათა უფლებების როლი. აუცილებელია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.

ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ჰქონდეთ მკაფიო სამოქალაქო ხედვა, სათანადო ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და საჭირო პასუხისმგებლობის შესახებ. პროექტის მომზადება სწორედ ამ მიზნებით გახდა აუცილებელი, რადგანაც ჯერ კიდევ სათანადოდ არ ხდება, ეთნიკური უმიცრესობების ინფორმირება, თუ რა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული საქართველოს ევრო-ინტეგრაციის პროცესი, პრობლემის დაძლევისთვის კი, საჭიროა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ევროპული არჩევანის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ.

ეთნიკურ უმცირესობათა ფორუმი ახალციხის მუნიციპალიტეტში 23 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში კი, ივლისის თვის მეორე ნახევარში გაიმართება.



კომენტარები